საქართველოში ჰესების მშენებლობის საკითხს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მთავარი სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით დაწყებული სამუშაოები ქვეყნისთვის სავალალოა.
გოდოვაძე მთავარ პრობლემად ასახელებს სამშენებლო კომპანიების არაკომპეტენტურობას, რომლებიც ვერ საზღვრავენ იმ რისკებს და საზიანო შედეგებს, რომელიც შეიძლება, ამ მშენებლობებს მოჰყვეს.
„ტექნიკურ სფეროებში ამ ქვეყანას საკადრო დეფიციტი აქვს, ამიტომ ფაქტობრივად აქ უკვე ავანსცენაზე გამოდიან ადამიანები, ვისაც საერთოდ ამ კუთხით განათლება არა აქვთ და გვეუბნებიან და გვევლინებიან გადაწყვეტილებების მიმღებად ბიზნესმენები, იურისტები, ფინანსისტები. ასეთი ხალხი, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ამ სფეროში, გვევლინება გადაწყვეტილების მიმღებად. არც უნდათ, რომ გაიგონ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე და გვაქვს ის, რაც გვაქვს, რაღაც უაზრო მშენებლობები, რომელიც კარგს ამ ქვეყანას არაფერს არ მოუტანს,“ - განაცხადა გოდოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






