ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, „დავაბრუნოთ“ მათე სახლში - 1 წლის და 9 თვის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:11, 23 Apr, 2019     947

მეგობრებო, ნამდვილი სასწაული მოხდა. 6 თვის ბავშვი, რომლის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ღმერთის წყალობით გადარჩა! იგი 2 თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ხოლო ექიმები ვერ სვამდნენ ზუსტ დიაგნოზს...

ახლა მათე ხალაძე 1 წლის და 9 თვის არის. ბავშვს უკვე შეუძლია თავისუფლად სუნთქვა, იღიმის, ნორმალურად ჭამს და თამაშობს, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ საკამოდ შორია! ბიჭუნა კვლავინდებურად კლინიკაში წევს რადგან მის მშობლებს არ აქვს ჟანგბადის აპარატის შეძენის საშუალება, არადა ამის გარეშე ბავშვის კლინიკიდან გაწერა დიდ რისკს წარმოადგენ. მათეს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოს შეტევები, ხოლო ჟანგვადის გარეშე იგი ვერ გაძლებს.

როდემდე იქნება ეს ბავშვი სტაციონარში, არავინ იცის. ამიტომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თითოეული ჩვენგანის თანადგომაზე, რამეთუ გაერთიანებული ძალებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათეს და „დავაბრუნოთ“ იგი სახლში!

ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ბავშვის დედას:

-თამუნა, როგორ მოხერხდა მათეს გამოყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან?

თამუნა: დიახ, მათეს სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ჯანდაცვის სამინისტრო მზად დაეფინანსებინა მისი გამოკვლევა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მაგრამ მე არ მქონდა ტრანსპორტირების არანაირი საშუალება. ამ დროს მხარში ამომიდგა ჩერნოვეცკის ფონდი, რომელმაც საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა. შეგროვდა 2000 ლარი და შევძელი შვილის თურქეთის კლინიკაში წაყვანა. უღრმესი მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი გასაჭირი და ამ კრიტიკულ მომენტში მას თანხა ჩაურიცხა.

-თურქეთის კლინიკაში რა გითხრეს?

თამუნა: ჩაატარეს გამოკვლევა. მითხრეს, რომ ბავშვი იცოცხლებს, დაუნიშნეს მკურნალობის კურსი. თბილისში მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა. კლინიკა მზად არის, რომ გამოწეროს იგი, მაგრამ არ მაქვს ჟანგბადის აპარატის საყიდელი თანხა - 1400 ლარი. შესაბამისად, ექიმები უარს აცხადებენ მათეს სახლში გადაყვანაზე, რადგან არავინ იცის როდის დაეწყება მას შეტევები. სწორედ შეტევების დროს დასჭირდება მას ჟანგბადის აპარატი, რადგან მის გარეშე ვერ ისუნთქებს.

-ვინ გეხმარებათ?

თამუნა: მივმართე მერიას, მაგრამ მითხრეს, რომ შეუძლიათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ 100 ლარის გამოყოფა წამლებისთვის.

-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?

თამუნა: სოციალური შემწეობის თანხა. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩემი მეუღლე, ბავშვის მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანია, იყო დაჭრილი და ახლა ფაქტიურად შრომისუუნაროა. ძალიან უჭირს ჩვენს ოჯახს, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ!

- თქვენი სანუკვარი ოცნება ალბათ მათეს ჯანმრთელობას უკავშირდება, არა?

თამუნა: უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ - ჩემი შვილის სიცოცხლეს! მინდა მივმართო ყველას, რომ აღმოუჩინონ ჩემს ბიჭუნას დახმარება. კეთილო ხალხო, ღმერთი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ!

მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ მათე და გაუწიოთ მას დახმარება, გაცნობებთ მისი ოჯახის მისამართს: ბათუმი, „ბენზეს“ დასახლება, ტელ.: 599285215.

თუ გსურთ მისი მონახულება და დახმარება, მაგრამ ამისთვის ვერ იცლით, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე ხალაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/446-khaladze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42