მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ის ხეობაში ვითარების გასარკვევად და განსამუხტად მიემგზავრებოდა, თუმცა პოლიციამ ის გააჩერა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
„მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი, სანამ ამათ მიერ მითითებული მანქანა არ მომაკითხავდა, ვიყავი მათთან ერთად მანქანაში, თავისუფლება აღკვეთილი. პანკისის ხეობაში მივემართებოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ, ეს არ განსაზღვრა, მე ვფიქრობ, ამათ სპეციალურად დამიჭირეს, რომ კიდევ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს არეულობა. ხეობაში ასვლა და გახარიასთვის ხელის ჩამორთმევა ჩემთვის იყო ტყვია ზურგში, მაგრამ ვიგრძენი, რომ ის ადამიანი სტუმარია. მაინც მივედი ჩამოვართვი ხელი, იმისთვის, რომ მეთხოვა გაეყვანა ეს ნაძირალა ხალხი აქედან, ნუ არევდნენ აქაურობას. ჯარი გაეყვანა და გამოეშვა დაკავებულები, არც საქართველოში მინდა და არც ხეობაში მინდა ერთმანეთის დაჯახება,“-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






