„მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზელენსკის გუნდი იღებდა ე.წ „მხარდაჭერას“ რუსი პროპაგანდისტებისა და უკრაინელი ყოფილი ჩინოვნიკებისგანაც. ჩვენ მათი მხარდაჭერის და მილოცვების გარეშეც გავალთ ფონს“- განაცხადეს ზელენსკის გუნდში.
შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც მიულოცა.
2019 წლის იანვარში კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო ღალატის გარდა, ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩი კიდევ ორ ბრალდებაში - ომის წამოწყებაში თანამონაწილეობასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობის მიღებაში ცნო დამნაშავედ. იანუკოვიჩი რუსეთშია გაქცეული, მას ქვეყნის დატოვება მაიდნის მოვლენების შემდეგ მოუწია.
მასალის გამოყენების პირობები






