„ეს არის გლოკის ტიპის იარაღი და სავარაუდოდ გაისროლეს სამართალდამცავებმა“ - პანკისის მაცხოვრებელი
საზოგადოება - 15:29, 22 Apr, 2019     1204
დაძაბული ვითარება პანკისის ხეობაში - მოსახლეობა სოფელ ბირკიანში არის შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე მსჯელობს, შეხვედრას ადგილობრივი არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ადგილორბივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ხეობაში არც ჰესების მშენებლობას დაუშვებენ და არც თანასოფლელების დაკავებას შეეგუებიან.

პანკისელები აცხადებენ, რომ გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას, ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა და მათ ამის კონკრეტული მტკიცებულებაც აქვთ მასრების სახით:

„გუშინ ამ დაპირისპირების შემდეგ ზედა ხევში მცხოვრებლებმა მოგვაწოდეს ასეთი ტყვიის ე.წ. გილზები და ეს არის გლოკის ტიპის იარაღი და სავარაუდოდ, ისინი გაისროლეს სამართალდამცავებმა. ფაქტია, რომ გაისროლეს, არავინ დაშავებულა ამის შედეგად, თუმცა ფაქტია, რომ მოხდა ამის გამოყენება. ეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოგვაწოდეს, იქ იპოვეს. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაძაბულობა წავიდა, დაპირისპირება როდესაც წავიდა და მწვავდებოდა სიტუაცია, მოხდა იქ გასროლები, იქ რეზინის ტყვიებსაც ისროდნენ და ალბათ, სავარაუდოდ, ჰაერში მოხდა გასროლა, მოქალაქის მისამართით რომ გაესროლათ ალბათ, დაშავდებოდა,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, ისლამ გორგიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42