მამაკაცმა, რომელიც სასჯელს ძალადობისთვის იხდიდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცოლი და 2 შვილი სახლიდან გააგდო. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვავა გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს და პოლიცია გამიძახეს.
„ციხეში იჯდა ცოლის ცემის ბრალდებით ერთ წელზე მეტხანს. მაშინაც ჩვენ დავუდექით ამ გოგოს მხარში და შევატყობინეთ პოლიციას, ვუთხარით, როგორც აწამებდა. ციხიდან გამოვიდა და უარესი გააკეთა. გუშინ დილით დაურეკა, ციხიდან გამოვდივარ და გორში დამხვდითო. წავიდა ეს გოგო შვილებთან ერთად დასახვედრად და თუმრე რა, აქ არ იყო თვითონ და თავისი პირევლი ცოლი ადვოკატთან ერთად. ამათი სახლიდან გასვლა იყო და შეცვივდენ შიგნით, ტანსაცმლის და სხვა ნივთების გადმოყრა დაიწყეს. კარები ჩარაზეს. დატოვეს ეპილეფიანი გოგო, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქუჩაში. ქმარს თუ არ უნდიხარ, უნდა გაგაგდოსო, რა ისტერიკას იმართებთო, ასე გვითხრა მისმა პირველმა ცოლმა, რომელიც მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეურიგდა. ძალიან კარგი დედაა, ეს კაცი კი არის სასმლის მოყვარული და მოძალადე. ჩვენ თანსოფლელები ვითხოვთ სამართალს!“-აცხადებს „ნიუპოსტის“ რესპონდნეტი ნ.ა.
მამაკაცი, რომელმაც ცოლი და შვილები სახლიდან გააგდო, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა. გამოკითხეს მისი მეუღლეც, რომელიც მოგვიანებით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თავშესაფარში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






