8 აფეთქება აღდგომის დღეს - შრი-ლანკაზე დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა
მსოფლიო - 10:43, 22 Apr, 2019     1660
21 აპრილს კვირას, როდესაც კათოლიკეები აღდგომას ზეიმობდნენ, შრი-ლანკის სასტუმროებსა და კათოლიკურ ეკლესიებში აფეთქებების სერია მოხდა. მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის 290-ს აღწევს, დაშავებულია 500-მდე ადამიანი. ვარაუდობენ რომ მსხვერპლის რაოდენობა ისევ გაიზრდება, რადგან დაშავებულთაგან ბევრი ადამიანი მძიმე მდომარეობაშია.


8 აფეთქებიდან პირველი ექვსი აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა, კოხჩაიკადეს, ბატიკალოას და ნეგომბოს ეკლესიებში, სააღდგომო მსახურების დროს, ასევე დედაქალაქ კოლომბოს ცენტრში მდებარე სასტუმროებში: „შანგრი ლა“ , „სინამონ გრანდი“ და „კინსგბერგი“. გავრცელდა ცნობა რამდენიმე ათეული დაღუპულის შესახებ.

2 საათის შემდეგ კოლომბოში მეშვიდე აფეთქებაც მოხდა პატარა სასტუმროში, რომელიც ზოოპარკთან ახლოს მდებარეობს. აქ 2 პოლიციელი დაიღუპა.

მერვე აფეთქება დედაქალაქის გარეუბანში, დემატაგოდაში მოხდა, დაიღუპა 3 პოლიციელი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის 27 უცხოელია, მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, თურქეთის, პორტუგალიის, ინდოეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები. აფეთქებების შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, აფეთქების ორგანიზატორები ხელისუფლებისთვის ცნობილია, მისი თქმით აფეთქებების უმრავლესობა თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია 24 ადამიანი. ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციისას 3 პოლიციელი დაიღუპა.

მასშტაბურ ტერაქტებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ, მათ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და შრი ლანკას თანადგომა გამოუცხადეს ტერორიზმთან ბრძოლაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42