ზუგდიდში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით რეფერალურ საავადმყოფოში დღეს მოათავსეს. მათგან ყველაზე პატარა 7 თვის ბავშვია.
მომხდარზე სამარტალდამცავებმა გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. დაიკითხა ქალი, რომელიც ბავშვთან ერთად იმყოფებოდა და აცხადებდა, რომ ბავშვები მისი შვილები იყვნენ. სამართალდამცავებს ეჭვი ადამიანით ვაჭრობის შესაძლო ფაქტთან დაკავშრებით იმან გაუჩინა, რომ 10-დან 4 ბავშვი 2017 წელს იყო დაბადებული.
მომხდარზე კომენდატი უკრაინის მოქალაქე მამაკაცმა გააკეთა. „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ ათივე ბავშვი მათია, 4 მათგანი კი სუროგაციით გზით შეეძინათ:
„ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ - განაცხადა უკრაინის მოქალაქემ.
მასალის გამოყენების პირობები






