"Роснефть"-მა როიტერს "ფსევდოსააგენტო" უწოდა და მისი რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალვა მოითხოვა
მსოფლიო - 14:41, 20 Apr, 2019     1094

რუსულმა კომპანია "Роснефть"-მა, რომელსაც პუტინის უახლოესი მეგობარი იგორ სენჩინი ხელმძღვანელობს, მსოფლიოს ერთერთ წამყვან მედიასაშუალებას, "როიტერს" "ფსევდოსააგენტო უწოდა და მისი რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალვა მოითხოვა.

საქმე ეხება "როიტერის" მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ მაალას, სადაც საუბარია, რომ ვენესუელა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსული კომპანიების, მათ შორის "Роснефть"-ის მეშვეობით უვლის გვერდს და კვლავ ახორციელებს ნავთობის ექსპორტს.

მასალაში ნათქვამია, რომ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ PDVSA, რომელიც ა.წ. იანვარში აშშ-ს სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს, გაყიდული ნავთობის ანგარიშფაქტურები "Роснефть"-ზე გადაამისამართა.

პიტინის მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანია მომენტალურად ურიცხავს თანხებს PDVSA-ს, რის გამოც მას საშუალება ეძლევა თავი აარიდოს ნავთობის გაყიდვის შეთანხმებებისათვის დაწესებულ სტანდარტულ ვადას 30-90 დღეს.

სააგენტო სტატიაში ოფიციალურ დოკუმენტებს და წყაროებს ეყრდნობა.

"ფული რჩება რუსულ ბანკებში, ან დარჩენილი გადახდებისთვის გამოიყენება, მაგალითად, საზღვაო გადაზიდვების ასანაზღაურებლად, ან ფრაქტისთვის, რის გამოც ნავთობის ექსპორტი არ წყდება," - აცხადებს PDVSA-თან დაკავშირებული წყარო.

თანხის ნაწილი ასევე ფადის რუსეთ-ვენესუელის ბანკ "ევროფინანს მოსცნარბანკის" მეშვეობით, როლეიც 2019 წლის მარტში ასევე სანქცირებულთა სიაშია.

"Роснефть"-ი ყველაფერ ამას სიცრუეს უწოდებს და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის ФСБ-ს, "ფსევდოსააგენტოს" საქმიანობის რუსეთის ტერიტორიაზე შეწყვეტას" სთხოვს.

"როიტერმა შეწყვიტა საქმიანობა როგორც საინფორმაციო სააგაენტომ და სისტემატიურად ეწევა დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებას. იგი ახორციელებს ჭორების ლეგალიზებას, კონკურენტების დაკვეთით, იგონებს ცრუ ინფორმაციას, რათა ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას, კომპანიებსა და სახელმწიფოს," - აცხადებს პროპუტინისტური კომპანია და სააგენტოს საქმიანობას "საინფორმაციო დივერსიას უწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42