თსუ-ში ხვალ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულ მოსწავლეთა ესეების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 14:28, 19 Apr, 2019     719

20 აპრილს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ საზოგადოებას წარუდგენს კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამარჯვებულ მოსწავლეთა ესეების კრებულს. ღონისძიება თსუ-ში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

კონკურსი 2018 წელს ჩატარდა უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა მიიღო 32 სკოლის 400-მდე მოსწავლემ მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსანტებმა დაწერეს თხზულება თემაზე „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. საკონკურსო ჟიურის სკოლებმა განსახილველად გადასცეს მათ მიერ შერჩეული 125 ესეი, რომელთაგანაც ჟიურიმ გამოავლინა 20 გამარჯვებული მოსწავლე.

კონკურსის გამარჯვებულები 14 აპრილს დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონკურსი მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს.

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ესეები დაიბეჭდა კონკურსის კრებულში, რომელიც 2019 წელს გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

ამავე დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ანგარიშით წარსდგება საზოგადოების წინაშე ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42