კომპანიების ყალბი გვერდები და მოტყუებით მოპოვებული პირადი მონაცემები - საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს
საზოგადოება - 10:11, 19 Apr, 2019     895
საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში საქართველოში განსაკუთრებით გახშირდა მსგავსი ტიპის ქმედება, რის შედეგადაც მოქალაქეები ფინანსურად ზარალდებიან. საბანკო ასოციაცია მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს ნუ მიაწვდიან პირად მონაცემებს არასანდო ვებგვერდებს.


„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს. აღნიშნულიდან გამომიდინარე, გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ კი, დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას.

“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. სოციალურ ქსელში, ძირითადად Facebook-ზე დასპონსორებული პოსტების მეშვეობით ავრცელებენ თაღლითურ ინფორმაციას ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

იმისთვის რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:

• არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე.

• ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით

• გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე.

• პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე.

• გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო.

• არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე.

• გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.

როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას.“- აღნიშნულია საბანკო ასოციაციის მიმართვაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42