ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მათ შორის არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც მისი თქმით, უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები იმისთვის, რომ დადგინდეს ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
„ერთ შემთხვევაში გამოყოფილია ექსპერტის კანდიდატურა. როგორ დამთავრდა მათი ურთიერთობა ექსპერტთან ჩვენთვის არ არის ცნობილი. ამ ინფორმაციას ჩენ არ ვიღებთ. მეორე შემთხვევაში ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ უმჯობესი იყო იმ ეტაპისთვის მიემართა ექიმთა პროფესიული ასოციაციისთვის. მათ აქვთ მეტი არჩევანი შეთავაზებისა. ჩვენ სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ვერ მოვიძიეთ შესაბამისი ექსპერტი. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ისინი კლინიცისტები არიან. მუშაობენ, ან იმყოფებიან მივლინებაში საქმიან ვიზიტზე, ან შვებულებაში,“-განაცხადა მარინა დარახველიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






