მიულერის დასკვნით უკმაყოფილო დემოკრატები და ტრამპის მორიგი ტვიტი Game of Thrones-ის სტილში
მსოფლიო - 19:40, 18 Apr, 2019     939

აშშ-ის სპეცპროკურორის რობერტ მიულერის დასკვნა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირის შესახებ სპეცპროკურორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და კონგრესსაც გადაეგზავნა.

დასკვნის გასაჯაროებას აშშ-ის გენპროკურორის პრესკონფერენცია უძღოდა წინ, სადაც მან კიდევ ერთხელ გააჟღერა გამოძიების მთავარი შედეგი: რუსეთის ჩარევას არჩევნებში ადგილი ჰქონდა, ხოლო ტრამპის, ან მისი შტაბის კრემლთან შეთქმულებას - არა.

შეგახსენებთ, რომ ეს გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ტრამპი კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ ისინი თითიდან გამოწოვილია. საბოლოო დასკვნა 2019 წლის 25 მარტს დაიდო და იგი აშშ-ის გენპროკურორს უილიამ ბარს გადაეგზავნა. დოკუმენტი 400 გვერდიანია, რომლის საფუძველზეც ბარმა 4 გვერდიანი საბოლოო დოკუმენტი შექმნა.

გენპროკურორმა განაცხადა, რომ დოკუმენტმა, რომელიც კონგრესში გაიგზავნა, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ერთგვარი ცენზურა გაიარა, თუმცა, რამდენიმე დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მიიღებს მასალას, სადაც დაფარული ნაწილი შეძლებისდაგვარად მინიმიზებულია.

ბარმა განაცხადა, რომ "არცერთი ამერიკელი არ არის შემჩნეული შეთქმულებაშ იმ "რუს მოღვაწეებთან" რომლებიც ცდილობდნენ 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე გავლენა მოეხდინათ". ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ:

* რუსეთთან კავშირში მყოფი ხალხი ტრამპს და მის შტაბს დახმარებას სთავაზობდა.

* რუსულმა "ტროლების ფაბრიკამ" სოცქსელებში სპეციალური კამპანიები ჩაატარა, რათა ამერიკულ საზოგადოებაშ შუღლი და განხეთქილება შემოეტანა.

* "ტროლების ფაბრიკის" უკან დგას იურიდიული პირი "ინტერნეტ-კვლევების სააგენტო", რომელიც პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის პროექტია.

* რუსეთის სამხედრო დაზვერვამ (ГРУ) მოახდინა ჰილარი კლინტონისა და დემოკრატიული პარტიის სერვერი და გაავრცელა მათ ელექტრონული მიმოწერა Wikileaks=ისა და სხვა წყაროების მეშვეობით.

ამასთან, მიმდინარე გამოძების დროს მიულერმა ბრალი წაუყენა ტრამპის შტაბის უფროსს პოლ მანაფორტს, შტაბის წევრს რიკ გეიტსს, მის მრჩევლებსა და ადვოკატებს, მაგრამ ეს ბრალი ძირითადად ფინანსურ მაქინაციებს და გამოძიების ფედერალური ბიუროსათვის სიმართლის დამალვას ეხება. ასევე დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებული "ტროლების ფაბრიკასთან" კავშირში მყოფ რუსეთის 13 მოქალაქეს და ГРУ-ს 12 ოფიცერს, რომლებმაც დემკრატების სერვერი გატეხეს.

მიულერისა და განსაკუთრებით გენპროკურორის დასკვნებით დემოკრატები უკმაყოფილო არიან და მიულერს 23 მაისამდე კონგრესის მოსმენებზე იბარებენ.

რაც შეეხება ტრამპს, მან დღეს მორიგი ტვიტი გამოაქვეყნა Game Of Thrones-ის სტილში: Game Over (თამაში დასრულდა).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42