„მეტი დეველოპმენტის“ ორგანიზებით მასტერკლასი - „ახალი ბიზნეს იდეები და ტენდენციები“ ჩატარდა
საზოგადოება - 17:42, 18 Apr, 2019     528

სამშენებლო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მზარდი სფეროა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. განაშენიანებამ ურბანიზაციის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, შესაბამისად, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ტერიტორიები შედარებით განვითარდა და დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა.

მიუხედავად ამ პოზიტიური ფაქტორებისა, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის ხარისხსა და მდგრადობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა არსებობს. ბოლო რამდენიმე წელია, დეველოპერული კომპანიები აქტიურად აღნიშნავენ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსები სეისმურად მდგრადია, აქვს კარგი ხედი, რეკრეაციული ზონა და საპარკინგე ადგილი. ეს ყველაფერი მომხმარებლების მოთხოვნამ განაპირობა, რომელიც წლიდან წლამდე მკაცრდება და იზრდება.

განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია უცხოური მაგალითების გათვალისწინება. ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა ეს პროცესი უკვე გაიარეს, ახლა კი ჩვენი დროც დადგა. იმისთვის, რომ განვითარების პროცესში ნაკლები შეცდომა დავუშვათ და ჩვენი უსაფრთხოებისთვის უფრო მდგრადი და ენეგოეფექტური საცხოვრებელი სივრცეები შევქმნათ, „მეტი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამშენებლო საქმიანობაში პროფესიონალური მიდგომა ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა, ამიტომ ტექნოლოგიებისა და მიდგომების დახვეწასთან ერთად, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს უნდა დავეწიოთ.

ამის გათვალისწინებით, „მეტი დეველოპმენტის“ სპეციალური მოწვევით თბილისს ინჟინერ-კონცეპტოლოგები ესტრუმრნენ. უცხოელმა ექსპერტებმა არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და კომპანიის თანამშრომლებს მასტერკლასი ჩაუტარეს. მასტერკლასის თემა „ახალი ბიზნეს იდეები და ტენდენციები“ იყო.

ნიდერლანდებში, განასა და ინდონეზიაში დასრულებული წარმატებული სამშენებლო პროექტების შემდეგ, არქიტექტორმა ემილია ვან ეგმონდმა საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვა კომპანიებისთვისაც გადაწყვიტა. ამავდროულად, არქიტექტორი „დელფის ტექნიკურ უნივერსიტეტში“ კვლევით საქმიანობას ეწევა. მან ქართულ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ის ძირითადი მახასიათებლები, რაც მდგრად და ხარისხიან ნაგებობას უნდა ჰქონდეს.

„მინდა, სტუდენტებს ვუთხრა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან არამდგრად სამყაროში.

მშენებლობის არამდგრადობა გამოიხატება იმაში, რომ მშენებლობის პროცესში წარმოიქმნება ბევრი ნარჩენი, რომელიც განახლებადი და გადამუშავებადი არ არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტორებსა და მშენებლებს შორის შეთანხმებული მუშაობა, რათა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათალისწინება და მათ მიიღონ სასურველი შედეგი“. აღნიშნა არქირექტორმა.

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო გამოცდილმა და მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა ბერენდ ვან ეგმონდმაც. მან აუდიტორიას პრეზენტაციის სახით სხვადასხვა შენობების მაგალითები წარუდგინა და დაახასიათა, როგორი უნდა იყოს ხარისხიანი, მდგრადი და მომხმარებლისთვის სასურველი ნაგებობა. ამასთანავე, მან საოფისე ფართების თანამედროვე ტენდენციებზეც ისაუბრა.

„ჩამოვედი იმისათვის, რომ სხვა არქიტექტორებს ვუთხრა, როგორ შექმნან უფრო მოქნილი შენობები. ჩვენ ვისაუბრეთ საცხოვრებელ ფართებზე და ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტორებს, რომელიც მოქნილი და მდგრადი საცხოვრებელი სივრცის სრულყოფილებას განაპირობებს. როცა საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჰოლანდიისას ვადარებ, ვხვდები, რომ აქ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, - აღნიშნა ბერენდ ვან ეგმონდმა.

საინტერესოა, კიდევ რას გეგმავს „მეტი დეველოპმენტი“ ახალ სამშენებლო ტენდენციებთან დაკავშირებით დაწყებული პროექტის ფარგლებში?

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ განაცხადა, დამწყები და მოქმედი არქიტექტორებისთვის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება.

„მეტი დეველოპმენტმა გადაწყვიტა, ნიდერლანდებიდან მოეწვია მაღალი კლასის ექსპერტები, რომლებიც ჩვენი პროექტების სივრცის დაგეგმარებაში გვეხმარებიან. ისინი გვიწევენ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ შენობების შიდა და გარე მხარე, გვაწვდიან ინფორმაციას ახალ, ნოვაციურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც თითოეული მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გვაქვს პატივი, მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია ჩვენს ქართველ სტუდენტებს გავუზიაროთ, რომლებიც დამწყები არქიტექტორები არიან. მათთვის ეს ჩვენი კომპანიის ერთგვარი საჩუქარია.

მომავალში დაგეგმილი გვაქვს, წელიწადში ერთხელ დამწყები და მოქმედი არქიტექტორებისთვის საკონკურსო ჯილდოს დაწესება. ამ პროექტის შესახებ 1 მაისს განთავსდება ინფორმაცია ჩვენი კომპანიის ვებგვერზე “, -აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

აღსანიშნავია, რომ მასტერკლასზე არქიტექტორებმა და სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მშენებლობის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების, ინოვაციური მასალების, ენერგოეფექტურობისა და კომფურტულად დაგეგმარებისა და ე.წ ჭკვიანი შენობის კონცეფციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42