“თანაინვესტირების ფონდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის სრული დეზინფორმაცია” – ნოდარ მელაძე
საზოგადოება - 14:00, 18 Apr, 2019     1996
თანაინვესტირების ფონდი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას სიმაღლიდან ჩამოცვენილი მუშების შესახებ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და ტელეკომპანიას სიცრუეში ადანაშაულებს.

აღნიშნულს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ფონდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება სრული დეზინფორმაციაა:

„დღეს თანაინვესტირების ფონდმა გაავრცელა განცხადება და ყალბი ფაქტებით სცადა რუსთავი 2 ის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაცია. Tsotne Ebralidze თქვენმა პრესმდივანმა მითხრა, რომ არ სცალია სასაუბროდ, ამიტომ საჯაროდ დავწერ.

ტყუილი 1 ციტატა განცხადებიდან

""რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია." - ის რომ შრომის ინსპექციის თანამშრომლების დაშვება არ ხდებოდა ადგილზე დგინდება შესაბამისი ვიდეოჩანაწერით, რომელიც გადაიცა 16 აპრილს კურიერში 9 საათზე.

ტყუილი 2 - ციტატა განცხადებიდან - "სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია "ჯითიდიეფ სოლუშენს", რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა "შპს ენერჯი პლიუსი", შპს "თბილისი სითი"-ს დაკვეთით." - ის რომ სამუშაოებს ახორეციელებს ჯითიდიეს სოლუშენი დგინდება სამშენებლო ობიექტზე გამოკრული აბრიდან. შესაბამისი ფოტო მტკიცებულება განთავსებულია რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე, სამშენებლო ობიექტზე არსად არ არის მითითებული "შპს ენერჯი პლიუსი", მომხდარი ინციდენტის შემდეგ არ გაკეთებულა განმარტება და შესაბამისად მედიას ვერ ეცოდინებოდა კონტრაქტორის შესახებ.

ტყუილი 3 - ციტატა განცხადებიდან "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს რომ "რუსთავი 2"-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა - ესეც დიდი ტყუილი. რუსთავი 2 ის ჟურნალისტი Anna Tsereteli ჯითიდიეს სოლუშენის და ტურისზმის განვიათარების ფონდის სარეგისტრაციო მისამართზე იმყოფებოდა, 17 აპრილს დილით, 12 საათზე ვიდეომასალა გავიდა კურიერის ეთერში და განმეორეობით გადაიცა 3, 6, 9 საათზე, თუმცა ამის მიუხედავად არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. ამ ვიდეოჩანაწერითი დგინდება, რუსთავი 2 ის სურვილი მოეძებნა კომპანიის დამფუძნებლები და ჩაეწერა მათთან ინტერვიუ.

დასკვნა, თანაინვესტირების ფონდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის სრული დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ სამი ადამიანის სიმაღლიდან ჩამოვარდნის ფაქტს კომპანია მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც რეპორტაჟი კურიერში მომზადდა და ორი დღის განმვალობაში მათ ობიექტზე მომხადარ შემთხვევაზე ხმაც კი არ ამოუღიათ“, - წერს ნოდარ მელაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42