19 წლის გოგო, რომელმაც დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა, ცოცხლად დაწვეს - საზარელი შემთხვევა ბანგლადეშში
მსოფლიო - 13:29, 18 Apr, 2019     2240

19 წლის ბანგლადეშელი გოგო ნუსრათ ჯაჰან რაფი თავის სკოლაში ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც მან სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევა ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ფენიში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

27 მარტს მან განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, თუმცა მან თავის დაღწევა შეძლო. გოგონამ საჩივრით პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სკოლის დირექტორი დააკავეს. თუმცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ადგილობრივ მედიაში გაავრცელა ნუსრეთის დაკითხვის ვიდეო.

დირექტორის დაკავების შემდეგ, გოგონას მისამართით მუქარები დაიწყო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი პოლიციისგან მის გათავისუფლებას ითხოვდა. ნუსრათის ოჯახის წევრების თქმით, ისინი შვილის უსაფრთხოებაზე ძალია ღელავდნენ, თუმცა გოგონა 6 აპრილს გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მაინც წავიდა.

სკოლაში წასვლის შემდეგ ნუსრეთს ერთ-ერთი მოსწავლე შეხვდა და სკოლის სახურავზე აყოლა სთხოვა, სადაც მისი თქმით, მათ მეგობარს სცემდნენ. სახურავზე ასულ ნუსრეთს იქ ხუთამდე ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისგან საჩივრის უკან გამოტანა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას სხეული 80% ქონდა დამწვარი. გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნუსრეთის გარდაცვალებამ დიდი პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 15 ადამიანი დააკავა, მათგან 7 მკვლელობაშ მონაწილეობისთვის. დაკავებულთა შორის არის ის მოსწავლეებიც, რომლებიც დირექტორის მხარდასაჭერ აქციებს უკეთებდნენ ორგანიზებას, თავად დირექტორი ისევ პატიმრობაში რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42