უამინდობამ თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა
შემთხვევა - 10:37, 18 Apr, 2019     1113
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა, გვიან ღამით მოსკოვის გამზირზე ხე წაიქცა, იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ელეტროსადენებიც.


ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯანუცუბიძის ქუჩაზეც, სადაც ასევე დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარი მანქანა.

ძლიერმა ქარმა ავლაბარში, ლომოურის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია უკვე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და უამინდობის შედეგად ის ეტაპობრივად ინგრევა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა რეგიონებშიც, ზვავსაშიშროების რეჟიმია გუდაური კობის მონაკვეთზე,

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის სამუშაოები დაწყებულია. ზვავსაშიშროების გამო, წმენდა ჯერ ვერ ხერხდება გზის მეორე ნაწილზე, კმ100-კმ104 მონაკვეთზე.

გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ დილას ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.

სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42