„საშინელი ტკივილები აწუხებს, ერთი ხელი პრაქტიკულად პარალიზებული აქვს, ხოლო მეორე - წყლულებით არის დაფარული“- ონკოლოგიური სენით დაავადებულ ქალს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
საზოგადოება - 09:59, 18 Apr, 2019     1034
49 წლის წლის ნინო ბესელია ონკოლოგიური სენით არის დაავადებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, დახმარება კი არსაიდან ჩანს. ჩინოვნიკების გულგრილობამ იგი სასოწარკვეთაში ჩააგდო, რომელმაც სავსებით შესაძლებელია, რომ ფატალური შედეგი გამოიღოს.


ნინოს მკერდის არეში . მას არ შეუძლია სახლიდან გასვლა, გამუდმებით ტირის და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი წამლებით გააქვს თავი.

როდესაც მედიკამენტების მარაგი ამოეწურება, ხოლო ახალი წამლების ყიდვის ფინანსური საშუალება არ აქვს, ახალგაზრდა ქალი მწარედ იტანჯება გაუსაძლისი ტკივილებისგან.

როგორი სასტიკი და გულქვა უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ნინოს გასაჭირი?!

თუ მან ვერ მიიღო დროულად დახმარება, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრება. საქმე ის არის, რომ მას სასწრაფო გამოკვლევა ესაჭიროება ონკოლოგიური სენის სტადიის დასადგენად, რომლის შემდგომაც გახდება შესაძლებელი შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. სამწუხაროდ, ნინოს გამოკვლევის ჩატარების არანაირი ფინანსური საშუალება არ გააჩნია. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით მას:

-ნინო, ვის მიმართეთ დახმარებისთვის?

ნინო: მივმართე მერიას, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. ყველგან აცხადებენ, რომ დიაგნოსტიკა არის ფასიანი, მაგრამ სად ვიშოვო ამისთვის საჭირო თანხა, მე ხომ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა ვარ.

-რა გითხრეს, რას ვაფინანსებთო?

ნინო: ოპერაციას და შემდგომ მკურნალობას დავაფინანსებთო, მაგრამ გამოკვლევის გარეშე არ შეგვიძლიაო...

-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?

ნინო: სოციალური შემწეობა 100 ლარის ოდენობით - ეს არის ჩემი შემოსავალი. ამ ოთახს ვქირაობ, ვცხოვრობ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად, რომელიც მე-9 კლასის მოწაფეა. ბინის ქირასაც უკვე ვერ ვიხდი და გამუდმებით შიშში ვარ, რომ აქედანაც არ გამაგდონ. ძალიან მეშიანია ქუჩაში არ აღმოვჩნდე შვილთან ერთად. ეს საბოლოოდ გამანადგურებს.

-როდის გაშორდით მეუღლეს?

ნინო: 2008 წელს. მას შემდეგ ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადავდივართ და ასე... ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება შეუძლებელი იყო, მცემდა, მამცირებდა; მე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ.

-გამოდის, რომ თქვენ გულგრილობის მსხვერპლიც ხართ ჩინოვნიკების მხრიდან. ვინ გეხმარებათ, 100 ლარით ცხოვრება ხომ შეუძლებელია?

ნინო: კეთილი მეზობლები მყავს. ისინი თავად ქირაობენ ამ შენობაში ოთახებს. მოაქვთ საჭმელი, მილაგებენ ბინას, მეგზავნებიან სხვადასხვა ინსტანციაში, მე ხომ სიარული უკვე არ შემიძლია... ღამით, ტკივილების დროს, მეზობლები შემოდიან და მამშვიდებენ, მანუგეშებენ. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი კეთილი ადამიანები მყავს გვერდით.

-თხოვეთ ამ კეთილ ადამიანებს მიმართონ დახმარებისთვის დეპუტატს. სამწუხაროდ, ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ დეპუტატს შეუძლია ასეთ ვითარებაში დაეხმაროს ამომრჩეველს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს მისი მოვალეობაა. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ხალხი „არ აწუხებს“ დეპუტატებს, რაც დიდი შეცდომაა.

ნინო: დიდი მადლობა, რომ მოდით ჩემთან. თქვენი ფონდის საქმიანობის შესახებ მეზობელმა მიამბო (ტირის- რედ.)... მე მინდა თქვენს მკითხველებს დახმარების თხოვნით მივმართო - კეთილი ადამიანებო, მაჩუქეთ იმედი, გამიწოდეთ დახმარების ხელი, ვიღუპები, მე კი ძალიან მინდა ვიცოცხლო!

-თქვენი ქალიშვილი ალბათ ძალიან ნერვიულობს, არა?

ნინო: ძალიან ნერვიულობს. ახლა სკოლაშია. კიდევ კარგი, რომ სკოლა ახლოსაა, თორემ ტრანსპორტის თანხას ვერანაირად გადავიხდიდი. სულ ამას მეუბნება: „დედიკო, არ მიმატოვო, მე უშენოდ ვერ გავძლებ...“. ვლოცულობ გამუდმებით. ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და მე ამის მომსწრე გავხდე (ტირის.- რედ).

მეგობრებო, ნინო ბესელიას შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სოციალური დაცვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არის სრულყოფილი. ადამიანები კვლავაც აწყდებიან ჩინოვნიკების მხრიდან გულგრილობას.

დაგვეთანხმებით, რომ ამ ქალის ყურადღების გარეშე დატოვება - დანაშაული იქნება. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი, ვაჩუქოთ იმედი და ხელი შევუწყოთ მის გამოჯანმრთელებას. ნინო ახლა საჭიროებს სასწრაფო დიაგნოსტიკას ონკოლოგიური სენის სტადიის დასადგენად. მას ასევე სჭირდება მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ბესელია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/445-beselia/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42