სტამბოლის არჩევნების შედეგები რეალურად ცნეს - ერდოღანის პარტია დამარცხდა , სტამბოლი ოპოზიციისაა
მსოფლიო - 18:00, 17 Apr, 2019     2862
თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტამბოლში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები რეალურად და შემდგარად აღიარა. თურქეთის უდიდეს ქალაქში გამარჯვება ოპოზიციური, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა მოიპოვა,


თურქეთის მმართველი პარტია, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მეტაურობს, ცდილობდა რომ სტამბოლი არჩევნების შედეგები გაუქმებისთვის მიეღწია. სტამბოლის მერის პოსტიდ ოპოზიციის ხელში გადასვლა, შესაძლოა პირადად ერდოღანისთვის გახდეს დარტყმა. 1994 წელს ის თავად გახდა სტამბოლის მერი და განაცხადა, რომ „ვინც მართავს სტამბოლს, მართავს ქვეყანას.“

თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ორი მთავარი პარტიის დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრი იყო სტამბოლში. ხმების 100 %-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემებით თურქეთის ეკონომიკურ, კულტურულ და ისტორიულ ცენტრში რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა ერკემ იმამოღლუმ 48.79% მოაგროვა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა კი 48.51%, განსხვავება დაახლოებთ 2000 ხმა იყო. 80-ზე მეტი უბნიდან საარჩევნო კომისიაში საჩივრები შევიდა ხმების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით. ხმების გადათვლის შემდეგ გამარჯვებულად კვლავ ოპოზიციის კანდიდატი დარჩა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მერობის კანდიდატი ერკემ იმამოღლუ დღეს მიწვეულია სტამბოლის შიშლის რაიონის სასამართლოში, სადაც პროვინციის საოლქო საარჩევნო კომისია მდებარეობს. იმამოღლუს სავარაუდოდ, სტამბულის მერის თანამდებობაზე მუშაობის უფლების დოკუმენტს გადასცემენ.

ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს დედაქალაქ ანკარასა და სიდიდით მესამე ქალაქ იზმირშიც. ასევე ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ართვინისა და არდანის პროვინციებში და ხმელთაშუაზღვისპირა პროვინციებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42