თსუ-ს „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამა 10 წლისაა
საზოგადოება - 12:48, 17 Apr, 2019     610

საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე 10 წელია ხორციელდება.

იუბილე კურსდამთავრებულებს და პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და სხვა საპატიო სტუმრებმა მიულოცეს.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ "საჯარო მმართველობის" სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „პროგრამასაერთაშორისოდ აკრედიტირებულია და ამ პროგრამის ანალოგი საერთოდ არ არსებობს რეგიონში. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ უნივერსიტეტით ან ქვეყნით, არამედ მას რეგიონული მნიშვნელობა აქვს“.

პარლმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე წლის განმავლობაში „საჯარო მმართველობის“ პროგრამაში ჩართული იყო როგორც ლექტორი, შესაბამისად, იცის რამდენად საინტერესო და წარმატებულია პროგრამა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში საჯარო ადმინისტრირების განვითარებაში. გვყავს არაერთი წარმატებული სტუდენტი, რომელიც დღეს მუშაობს საჯარო მმართველობის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამოქალაქო საზოგადოებაშია წარმოდგენილი და თითოეულ მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროგრამის განხორციელებაში 10 წლის განმავლობაში აქტიური მონაწილეობისა და თანადგომისათვის მადლობის ნიშნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადაეცა გერმანელ პროფესორ ზიგფრიდ მაგიერას. გერმანელმა პროფესორმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ჯილდოსთვის.

შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორმა, "საჯარო მმართველობის" ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა გერმანული მხრიდან კარლ-პეტერ ზომერმანმა აღნიშნა, რომ პროგრამის მთავარი იდეა ის იყო, რომ შექმნილიყო ერთგვარი სინთეზი, რომელიც მომავალ საჯარო მოხელეს მისცემდა მრავალმხრივ განათლებასა და ცოდნას. „ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს გადავცეთ საერთაშორისო ევროპული ხედვა საჯარო მმართველობაში, რაც გულისხმობს მეტ საერთაშორისო და ევროპულ სამართალს. ჩვენ გვინდა გავაფართოვოთ სტუდენტების თვალთახედვა საერთაშორისო და დისციპლინარულ აზროვნებაში“-აღნიშნა მან.

თსუ-ში „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მაგისტრის დიპლომები გადაეცათ 2018/2019 წლის კურსდამთავრებულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42