ერთის მხრივ, კომპანიაში ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ თუ რამ გამოიწვია, სრულად დისკრედიტირებული ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირის მოულოდნელად ასეთი გააქტიურება და შავი პიარის აგორება ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ. საუბარია რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის და ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მეორეს მხრივ კი კომპანიაში თავს ვალდებულად თვლიან კვლავ უპასუხონ იმ ცრუ ინფორმაციას, რის ტირაჟირებასაც ახდენს ენერგეტიკის დარგობრივი და ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირების ხელმძღვანელები.
სიცრუე #1 - თითქოს ხელფასების კორექტირება 2007 წლიდან არ მომხდარა
სიმართლე - იხილეთ 2007 წლიდან დღემდე საშუალო ხელფასების ზრდის ოფიციალური სტატისტიკა:
სიცრუე #2 - მენეჯმენტს და სხვა თანამშრომლებს შორის არსებული ხელფასის თითქოს შეუსაბამო სხვაობა. თითქოს 30 კაციანი მენჯმენტის წლიური სახელფასო ფონდი შეადგენდეს 15 მლნ ლარს.
სიმართლე - მაღალი და საშუალო რგოლის (მათ შორის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, მთავარი ინჟინერის, უბნის უფროსის, ბილინგის მენეჯერის) ჯამში 450-ზე მეტი ადმიანის წლიური ხელფასი სულ შეადგენს 14 მლნ-მდე ლარს. შესაბამისად ცილისწამებაა თითქოს 30 კაციანი ჯუფის ხელფასი 15 მლნ ლარია.
სიცრუე #3 თითქოს მასიურად ხდება კომპანიიდან პროფესიონალი კადრების გადინება
სიმართლე - კომპანიიდან კადრების გადინება (5% საშულოდ წლიური) სრულ თანხვედრაშია იმ მაჩვენებელთან რაც დასაშვებია ამ სიდიდის კომპანიისთვის. საპირისპიროდ, არსებობს პრეტენდენტთა სარეზერვო დიდი სია, რომლეთაც კომპანიაში არსებული გამჭვირვალე საკადრო პროცედურის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ ავტომატურად დააკომპლექტონ ვაკანტური პოზიციები. რაც შეეხება, პროფესიონალ კადრებს, არცერთი იმ ღირებული და მაღალპროფესიონალური ენერგეტიკოსის, რომლითაც მუდამ ამაყობს ენერგო-პრო ჯორჯია, კომპანიიდან გადინება არ მომხდარა.
სიცრუე #4 - თითქოს კომპანიაში არ ხდება ზეგანაკვეთური შორმის ანაზღაურება.
სიმართლე - სტიქიის თუ უამინდობის ან მასშტაბური სამუშაოების გამო გაწეული ზეგანაკვეთურ საქმიანობას კომპანია რათქმაუნდა ანაზღაურებს. სხვა შემთხვევებში კი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში ხდება დღემაგიერის გამოყენება.
სიცრუე #5 - თითქოს 2018 წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 10 ადამიანი გარდაიცვალა.
სიმართლე - 2018 წელს სამწუხაროდ მართლაც დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევის არაერთი ფაქტი, ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ დადგა ფატალური შედეგიც, თუმცა რათქმაუნდა 10 შემთხვევა არის სიცრუე.
სიცრუე #6 - თითქოს კომპანიაში 2018 წელს ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოების მაკონტროლირებელი ერთეული.
სიმართლე - ენერგო-პრო ჯორჯიაში, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ყოველთვის არსებობდა ძლიერი ერთეული.
რაც შეეხება ენერგო-პრო ჯორჯიას და კომპანიის პროფკავშირის ურთიერთობას, 1 თვის წინ გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება, რაც ადასტურებს თანამშრომლობის ფაქტს. ყველა მათი მცდელობა კომპანიის მომსახურების ცენტრებში, რომ მოეხდინათ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის პარალიზება, კრახით დასრულა. ფიქსირდება კომპანიის ისედაც სუსტი პროფკავშირების წევრთა კიდევ უფრო შემცირება. მათი რაოდენობა, ამჟამინდელი მდგომარეობითაც, არ აღემატება თანამშრომლეთა საერთო რაოდენობის 28 %-ს.
თანამშრომელთა ნაწილმა, ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირისთვის თანხის გადარიხვას, ამჯობინა საკუთარი თანხა მიმართოს საპენსიო ფონდში. შესაბამისად, წევრების გადინების მიზეზი უნდა ეძებენონ იმაში, რომ ერთის მხრივ თანამშრომლებს მუდმივად კვებავენ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ხოლო მეორეს მხრივ არანაირ ქმედით დახმარებას არ უწევენ თავიანთ წევრებს, მიუხედავად მათი მოვალეობისა.
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, მენეჯმენტი მუდმივად თვლიდა და თვლის თავს ვალდებულად რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში თანამშრომელს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ცრუ ინფორმაციებზე დაფუძვნებული მოლოდინების გაჩენასაც პრინციპულად არ ეთანხმება. კომპანია ურყევად გააგრძელებს იმ საკადრო თუ სახელფასო პოლიტიკის განხირციელებას რასაც ერთის მხრივ უზრუნველწყოფს საკუთარი მოგებიდან, ხოლო მეორეს მხრივ რისი საშუალებაც ეძლევა ქვეყანაში არსებული რეგულაციების ფარეგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






