თსუ-ში გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა" გაიხსნა
საზოგადოება - 14:33, 16 Apr, 2019     521

გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია - აკაკი შანიძის „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“(1920 წ.), უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან პირველი დაცული დისერტაცია - არნოლდ ჩიქობავას „მარტივი წინადადება ქართულში“, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები(1978 წ.), მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოფენა, რომლის ორგანიზატორი თსუ ბიბლიოთეკაა, ენის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.

„სიმბოლურია, რომ ენის კვირეული იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან სწორედ აქ გაღვივდა ის მუხტი პროტესტისა, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ჩვენი ენის, ერის გამარჯვებასთან. გამოფენაზე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია, მათ შორის ის მასალები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც უნივერსიტეტის, ისე ქართული სახელმწიფოს ისტორიასთან,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ.

„თსუ ბიბლიოთეკის საცავებიდან გამოვფინეთ იშვიათი წიგნები, რომლებიც აჩვენებენ ქართული ენისადმი ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულებას. გამოფენას „ბურჯი ეროვნებისა“ დავარქვით. აქ წარმოდგენილია ცნობილ ენათმეცნიერთა, ასევე, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომებიც, რომლებიც ასახავენ ჩვენი ენის სიღრმეს, მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 აპრილამდე გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42