55 წლის მამაკაცი, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო 22 მარტს დააკავეს და რომლის ნათესავებიც პოლიციას მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, 2 კვირიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად გუშინ გარდაიცვალა.
ნათესავების განცხადებით პოლიციელებმა ზვიად მთავრიშვილზე ფიზიკურას იძალადეს შემდეგ კი სახლში გაუშვეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღეში, ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში, ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში მოხვდა. მთავრიშვილს თავზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
ზვიად მთავრიშვილის ცხედარს სოფელ კაჭრეთში საკუთარ სახლში მიასვენებენ.
„სახლიდან წაიყვანეს. 22-ში ღამით, გზაში სცემეს. 22-ის მერე თავის ტკივილები ჰქონდა სულ, 30 მარტს კომაში ჩამივარდა... როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს, ან გადმოაგდეს, არ ვიცი. ტელეფონში რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს. ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ,“ - განაცხადა მარი მთავრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






