„გუშინ ვიღაცისთვის პირველი ან მთავარი კოცნა, ან დაშორების წუთები იწვოდა“ - გიორგი კეკელიძის ამაღელვებელი სტატუსი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე
სოც.მედია - 12:07, 16 Apr, 2019     1475
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:


„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რამდენჯერმე მინახავს - მას მერე, რაც ლევილის ამბების გამო ამ ქალაქს ვსტუმრობდით ხოლმე. ვნახე დაკვირვებით. მაგრამ მიუხედავად მისი უკამათო დიდებულებისა, ამ სიტყვების კომბინაციაზე მაინც ის წიგნი მახსენდება, ოდესღაც, უკვე შეცრეცილ გარეკანზე შემჩნეული ქიმერების გამო რომ გადავშალე და ვეღარ მოვწყდი. მახსოვს, საღამოს, უკანა ოთახიდან წინ გადავდიოდი საკითხავად. ფანჯარასთან ვჯდებოდი. რადგან მზე იქ ჩადიოდა და ამ უკვე დაზეპირებული მეთოდით ლამფაში საწვავი იზოგებოდა. ჰოდა, გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა და ის ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით. და ის სავარაუდო ოთხი-ხუთი დღეც ჩვენი ცხოვრებიდან, ამ წიგნის წაკითხვას რომ მოვანდომეთ. ვიღაცისთვის შეიძლება ცნობილი მიუზიკლი იწვოდა, უკვე ცოტა მომაბეზრებელი ჰიტით. შეიძლება ფილმებიც. ვიღაცისთვის პირველი ან მთავარი კოცნა, ან დაშორების წუთები ამ შენობის თუნდაც შორეული ფონით. ეს ტაძარი იმაზე მეტია, ვიდრე თუნდაც რიტუალური ნაგებობა და ნივთები. და ზუსტად ვიცი, აღდგება და ცხოვრებას გააგრძელებს ახალი განცდებისთვის და მოგონებებისთვის.

ჩემი სიმბოლური სამძიმარი და თანამდგომა ფრანგებს. პრაქტიკულად კი ისინი დიდებულად მიხედავენ ამ საქმეს.“- წერს გიორგი კეკელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42