პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - მოკლე ისტორია
მსოფლიო - 02:10, 16 Apr, 2019     9572
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris) — გოტიკური საკათედრო ტაძარია კუნძულ სიტეზე, რომელსაც პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე სენის ორი ტოტი, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის პარიზის ეპარქიის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია.

ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. იგი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა 1182 წელს, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს. დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა 1208 წელს, ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. ძეგლმა მრავალნაირი გადაკეთება განიცადა. განახლდა XIX საუკუნის შუა წლებშიც კი. ძირითადად იგი იგებოდა ლაონის კათედრალის (XII ს.) ნიმუშით, რომელსაც ადრეული გოტიკის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არ აქვს მისი სიმსუბუქე და სინარნარე. ვერც შემდეგი დროის (XIII ს. შუა წლებში) არქიტექტურებმა შეძლეს დაეძლიათ მისი მასიური სიმძიმე, როდესაც მის წინახედს ამთავრებდნენ. როგორც იქნა, ჟან დე შელმა და პიერ დე მონტერიელმა შეძლეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავიანთი დროის შესაფერისად მიეღწიათ განივი ნავის ფასადის გოტიკური სიმსუბუქისათვის.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული; აქვს 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებს სამი შიგნით შეღრმავებული ისრულკამარიანი მთავარკარი, ზემოთ - ოცდარვა სამეფო წალოს - ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი - ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელია; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, არის მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებულია მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართულია და მთელ ფასადს აგვირგვინებს ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ). ამ ორ კოშკს შორის დატოვებული სივრცე კიდევ უფრო დიდ შტაბეჭდილებას ახდენს. ხოლო მათ შორის უკან შუაჯვარედინზე აღმართული მოჩანს წვრილი შპილი (წვეტი). პატრონიკე და სიგრძივი ნავი ერთ მთლიანობად არის შეკრული და განივი ნავიც კი ეკლესიის შინამოში არის შეტანილი. ამით ტაძრის შიგნით სივრცე ერთიანი ხდება. ეკვდერები კედლის ბურჯ გოდლედებს (კონტრფორსებს) შორის ხუთნავიან სიგრძივ ნავთან და პატრონიკესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტს ქმნის. თაღის სივრცის სიმაღლე აღწევს 32.5 მეტრს. გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება გამოირჩევა თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42