სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. ეს მაჩვენებელი თხი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2019 წლის თებერვალთან შედარებით კი 2 ლარით არის გაზრდილი.
როგორც სტატისტიკოსებმა გათვალეს, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის საკმარისია 321 ლარი. აღმიშნული მონაცემები 2018 წლის მარტთან შედარებით რვა ლარით გაიზარდა.
ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა, რაც 10 ლარით მეტი წინა წლის მარტთან.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






