თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა სენიმარი „თბილისის გიდი“ ჩაატარა
საზოგადოება - 18:52, 14 Apr, 2019     642

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისათვის ორდღიანი სემინარი „თბილისის გიდი“ ჩაატარა.

თბილისში არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა სემინარები თემატიკებზე: მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, ქართული ღვინისა და კერძების შეხამება, ხოლო 13-14 აპრილს - „თბილისის გიდი“.

„თბილისის გიდი“ Free walking tours-ის გიდმა, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, PR School-ის ლექტორმა, კომპანია „ჯეპრას“ სოციალურმა მედია მენეჯერმა ზურაბ ბალანჩივაძემ და საქართველოს შემომყვან ტურ–ოპერატორთა ასოციაციის (GITOA) თანადამფუძნებელმა და „ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა“ პროფკავშირების თანადამფუძნებელმა თამაზ სულაძემ ჩაატარეს.

სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: მე-19 და მე-20 საუკუნეების თბილისის ისტორია; არქიტექტურა და ევროპული კვალი დედაქალაქში; ასევე, ტრადიციები და დღესასწაულები; სადარბაზოები და ეზოები; სხვადასხვა თემატური ტურების ორგანიზება.

მონაწილეებისათვის მოეწყო საფეხმავლო ტური რუსთაველის გამზირის, სოლოლაკისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე.

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო მაღრაძის თქმით, დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"დაახლოებით, ერთი თვეა, სხვადასხვა თემატიკის სემინარები მიმდინარეობს. ორდღიან სემინარზე განვიხილეთ საკითხები - როგორ უნდა იყოს ორგანიზებული თბილისის ტური და რა ტიპის დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება, როგორი სახით უნდა მიაწოდოს გიდმა ინფორმაცია ტურისტებს და ასევე, დამსწრე პირებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ერთი თვის განმავლობაში, სემინარებს 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათი ჩართულობიდან და პოზიტიური გამოხმაურებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია შემოდგომიდან სემინარების ჩატარებას ისევ გააგრძელებს და მას რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება“, - განაცხადა ნინო მაღრაძემ.

სემინარები კომპანია Travel Guide-თან პარტნიორობით ტარდება, რომელმაც 2019 წელს მუშაობა დაიწყო აპლიკაციის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, სადაც გიდების ბაზები ინტეგრირდება.

თბილისის მერიის მიერ გადამზადებულ პირებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ ბაზაში მოხვდნენ. ისინი შეძლებენ, გაერთიანდნენ ერთიან სივრცეში და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ტურისტებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი შემოსავალი მიიღონ და უფრო პროდუქტიულები გახდნენ.

მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია კიდევ ერთი სემინარის ჩატარება - სოციალური მედია მენეჯმენტი ტურიზმის სექტორში. დასწრება თავისუფალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42