მორიგი ავიაკატასტროფა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო აეროპორტში - დაღუპულია 3 და დაშავებულია 4 ადამიანი
მსოფლიო - 14:22, 14 Apr, 2019     4526

3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა ნეპალში, ქალაქ ლუკლაში მდებარე ტენცინგ-ჰილარის აეროპორტში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტად ითვლება.

მცირე ზომის თვითმფრინავი Let-410, რომელიც კატმანდუში მიფრინავდა, აფრენისას ვერტმფრენს შეეჯახა და ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

საფრენი აპარატები კერძო კომაპნიებს ეკუთვნოდა და მათ ტურისტები და ალპინისტები ჰიმალაის რთულად მისაღწევ ადგილებში გადაჰყავდათ. დაიღუპა თვითმფრინავის პილოტი და ვერტმფრენის გვერდით მდგომი ორი პოლიციელი.

ამ მცირე ზომის აეროპორტს "ჰიმალაის კარიბჭეს" ეძახიან, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ევერესტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აეროპორტი ზღვის დონიდან 2845 მეტრზე მდებარეობს და ყველაზე სახიფათო აეროპორტად ითვლება მოკლე ასაფრენი ზოლისა და მთიანი რელიეფის გამო.

ზოლის სიგრძე სულ 527 მეტრია. მას ერთი მხრიდან უფსკრული ესაზღვრება, მეორეს მხრივ 4000 მეტრიანი მთის მასივი. აეროპორტში დაჯდომის უფლება მხოლოდ უაღესად გამოცდილ მფრინავებს აქვთ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ აეროპორტი განკუთვნილია ასევე ვერტმფრენებისთვისაც, თუმცა ნეპალის ხელისუფლება 2020 წლისთვის მათთვის ცალკე დასაფრენი მოედნის გაკეთებას გეგმავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42