აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, სიმინდის მასივების მფლობელებს გააცნეს
საზოგადოება - 12:08, 14 Apr, 2019     409

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები აბაშაში სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს შეხვდნენ. ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნო.

აბაშის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრას პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ესწრებოდნენ.

სახელმწიფო შეწამვლით ღონისძიებებს დიდ საყანე ფართობებზე ჩაატარებს, თუმცა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობაც.

პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მიმდინარე წელი გარდამტეხია ფაროსანასთან ბრძოლაში.

"სრული მზაობაა იმისათვის, რომ ამ გამოწვევას ფერმერებთან ერთად გავართვათ თავი. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართულობა. ეს წელი იქნება გარდამტეხი მავნებელთან ბრძოლის თვალსაზრისით", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ფაროსანას ბიოლოგიის შესახებ ისაუბრა და ფერმერების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შარშან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ფერმერებმა სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს მავნებლისრაოდენობის მინიმუმამდე შემცირება.

ფერმერები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრატეგია ყველა სტანდარტის დაცვით არის შედგენილი და გათვალისწინებულია ფერმერთა ინტერესები, რაც, მათივე თქმით, ხელს შეუწყობს მოსავლის რაოდენობის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42