ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოში ჩამოდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი, ტონი მემელი, რომელიც პირველ კონცერტს, ბენდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართავს.
ტონი მემელს აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით, ის თავად წერს და ასრულებს სიმღერებს. ტონის დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ, დიდი ძალისხმევით და მონდომებით, აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა. დღეს ტონი სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია. გარდა ამისა, ის არის სპიკერი და მუშაობს სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში, სადაც საკუთარ მაგალითზე ასწავლის აუდიტორიას, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები. კონცერტის დაწყებამდე, აუდიტორიას ის სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გაესაუბრება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის, „ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ“, ფარგლებში, ტონი მემელმა იმოგზაურა ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, სინგაპურში და ა.შ. ჯერი საქართველოზე მიდგა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა და კონცერტი გაიმართება 15 აპრილს 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული.
მასალის გამოყენების პირობები






