10-11 აპრილს, TMG 2019 - „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ გაიმართა. პაშა ბანკმა სპონსორობა უკვე მესამედ გაუწია აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.
ღონისძიება კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ სიახლეებს აშუქებს; ამასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რითიც ინფორმაციის გაცვლასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






