თსუ-ში დღეს გამოფენა გაიმართება
საზოგადოება - 10:57, 12 Apr, 2019     837

12 აპრილს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე ექვთიმე თაყაიშვილის, თედო სახოკიას, სერგი გორგაძის, იროდიონ სონღულაშვილის, დავით კარიჭაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ვუკოლ ბერიძის, ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის, სერგი მაკალათიას, ალექსი ოჩიაურის, კალისტრატე ცინცაძის, კათალიკოს-პატრიარქების ლეონიდესი და კირიონ II-ის საქმიანი მიმოწერა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები, გიორგი ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა დედნების სახით იქნება წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას ეძღვნება.

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს დაარსებულმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და ხელოვნების ნიმუშთა შეგროვება-შესწავლა. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც 1907 წელს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და ჭეშმარიტი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო თაოსნობით დაარსდა. ექვთიმემ თავიდანვე შემოიკრიბა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია მაჩაბელი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი, დავით და ალექსანდრე სარაჯიშვილები და სხვები. ფაქტობრივად, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება იყო პირველი სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც იტვირთა სახალხო უნივერსიტეტის ფუნქცია და მოამზადა ნიადაგი პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გასახსნელად.

გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი განსაკუთრებით საინტერესოა მიმოწერა მსოფლიო მიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან,მ. კოსვინთან, რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან,ნ, კოსველთან, ა. ტიუმენოვმთან, მ. იშტვანოვიჩთან, ლ. კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს მუზეუმების წარმომადგენლებთან და სხვებთან.

საარქივო ჩანაწერები და ფოტო მასალა დაცულია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ არქივში..

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსი, ჭავჭავაძის N1.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42