„ჩემს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუყვარვარ, რომელთან ერთადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მომავლისთვის სერიოზული გეგმები გვაქვს.
სიყვარული დიდ ძალას მაძლევს. ამ დროს უფრო ბრჭყვიალა ხარ. ერთი ჰოროსკოპი გვაქვს, ორივე ლომი ვართ და ხასიათითაც ვგავართ. ევროპაში ხანგრძლივმა ცხოვრებამ, ბუნებრივია, მის მენტალიტეტზეც საუკეთესოდ იმოქმედა. ის ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომიდგენია, რომ მამაკაცი უნდა იყოს.
სულ ვამბობდი, ძალიან „გრუზინ“ მამაკაცს ვერ შევეგუები-მეთქი, ამაში სწორედ მენტალიტეტს ვგულისხმობდი. საბედნიეროდ, შევხვდი ქართველ მამაკაცს, რომელსაც აქვს ევროპული აზრონება და ხასიათით მაინც ქართველია.
ძალიან კარგია, როდესაც იპოვი მამაკაცს ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით. მგონია, რომ ეს ადამიანი ზუსტად ჩემთვის დაიბადა. ის ირლანდიაში ცხოვრობს და ეს მანძილიც ხშირად ალამაზებს ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მაინც სულ არის მონატრება“.- აღნიშნავს ხატია შამუგია.
მასალის გამოყენების პირობები






