თსუ-ში ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა იმართება
საზოგადოება - 18:27, 08 Apr, 2019     849
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, საარქივო მასალები, ხელნაწერები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები და სხვა დოკუმენტები გამოიფინა, რომელთა უდიდეს ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად იხილავს. გამოფენის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


„გამოფენა უნიკალურია, რადგანაც წარმოდგენილია ძალიან საინტერესო მასალა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასთან, მის მოღვაწეობასთან, საქმიანობასთან არის დაკავშირებული - დაწყებული დისიდენტური პერიოდიდან, დამთავრებული მისი ძალიან ღრმა და შინაარსიანი ლიტერატურული, ესეისტური, ფილოსოფიური თხზულებებით. ძალიან ბევრი მასალა, რომელიც მოიპოვა ჩვენმა სტუდენტებმა, პირველად არის წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე და, ვფიქრობ დამთვალიერებელი ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ.

„ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შეუძლია ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და მასალების დათვალიერება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მოწყობა, რადგან დროა დავიწყოთ საუბარი ეროვნულ მოძრაობაზე, ზვიად გამსახურდიაზე, პიროვნებაზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შესწირა საკუთარი სიცოცხლე,მთელი ცხოვრება ამისათვის იბრძოდა, სწორედ ეს იდეები გვჭირდება ჩვენ -ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას,“- განაცხადა თსუ სტუდენტმა, გამოფენის ორგანიზატორმა გიორგი არქანიამ.

გამოფენაზე დოკუმენტების უმეტესობა წარმოდგენილია ორიგინალის სახით. მათ შორის: 1956 წელს დაპატიმრებულ „გორგასლიანის“ წევრთა საქმის მასალები, 1977 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ იზოლატორში დაწერილი წერილები (ხელნაწერები), ზვიად გამსახურდიას წერილები ვიქტორ ნოზაძეს (ხელნაწერები), 1970-იან წლებში გამოცემული არალეგალური დისიდენტური გამოცემები („ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“) და სხვა. ექსპოზიციაზე გამოიფინება მასალები, რომელიც დაცულია თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში, შსს არქივში, პირად კოლექციებში.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს გამოფენა ეწყობა უნივერსიტეტში, რადგან ახალგაზრდობას მრავალი წელი უმალავდნენ დამოუკიდებლობის დღესაც, 31 მარტსაც, ზვიადის მოღვაწეობასაც. თვითონ ზვიად გამსახურდია არღვევს პერსპექტივის კანონს, ანუ საგანი რაც უფრო შორს არის პატარა ჩანს, ზვიად გამსახურდია კი რაც უფრო დაგვშორდება დროში მით უფრო დიდი გამოჩნდება,“- აღნიშნა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა ნემო ბურჭულაძემ.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, უახლესი ისტორიის ცენტრი და შსს არქივი. გამოფენა, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება და 12 აპრილამდე გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42