„ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ - უმწიფარმა სახელმწიფომ საშუალება მოგცათ და ლარებს უსირცხვილოდ იპარავთ... ხელს გვიშლით ბავშვები წესიერ მოქალაქეებად აღვზარდოთ“ - გია მურღულიას წერილი ხელისულების მაღალჩინოსნების მიმართ
საზოგადოება - 14:32, 07 Apr, 2019     54007
რას აკეთებენ ისინი ისეთს, რაც ექიმის, პოლიციელის ან მასწავლებლის შრომას აღემატება? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბითურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასე ძვირად გვიფასებენ? - სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასბსა და პრემიებზე წერს სოციალურ ქსელში სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, ფილოლოგი გია მურღულია.

„ხან ერთ, ხანაც მეორე შემთხვევაში ვიგებთ, რომ რომელიღაც ჩინოვნიკს სახელმწიფო შემოსავლებიდან თვეში 20, 25 ან 30 ათას ლარს უხდიან ხელფასად. არაფერი დიდება ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის არ მოაქვთ. ეს სახელმწიფოს იდეის დაცინვა და სახსრების უპასუხისმგებლო ფლანგვაა.

არც ერთ იმ სფეროში, რომელშიც ჩინოვნიკები ლარბალახობენ, საქმე კარგად არ მიდის და რომც მიდიოდეს, სხვა ადამიანთა შრომა ასე აბუჩად არავინ უნდა აიგდოს.

მთლად საარაკო ცირკი ის არის, რომ ეს ჩინოვნიკები წელიწადში არა ერთ პრემიასაც იღებენ.

რას აკეთებენ ისინი ისეთს, რაც ექიმის, პოლიციელის ან მასწავლებლის შრომას აღემატება? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბითურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასე ძვირად გვიფასებენ?

მე, როგორც ერთი თავისუფალი ქართველი მასწავლებელი, ამ ჩინოვნიკების (და ვინც ასეთ უმსგავსობას შესაძლებელს ხდის) გასაგონად ვამბობ:

თქვენ, არაბატონებო, იმაზე გაცილებით მეტს ითვისებთ, ვიდრე იმსახურებთ. მოკლედ, ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ - უმწიფარმა სახელმწიფომ საშუალება მოგცათ და ლარებს უსირცხვილოდ იპარავთ.

თქვენ ხელს გვიშლით, რომ ბავშვები წესიერ მოქალაქეებად აღვზარდოთ.

თქვენ სიტყვა "პატიოსანს" სამარე გაუთხარეთ და ზედ ბევრი მიწაც მიაყარეთ.

თქვენს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და საქართველოს წესიერ მოქალაქეებს კანონიერი უფლება აქვთ, მაქსიმალურად გრძელ ფეხებზე დაგიკიდონ.

თქვენ საზოგადოების პატივისცემას არ იმსახურებთ. თქვენი ხვედრი მხოლოდ იგნორირებაა.

ამ ადამიანებს, ალბათ, განცდა აქვთ, რომ სხვებზე ჭკვიან-მოხერხებულები არიან და სამყაროს ბევრი რამ ზედმეტი წაღლიტეს. რა კარგად გამოიყურებიან. რა კმაყოფილნი არიან. ზოგს სოციალური სტატუსი აქვს (მაგალითად, მარეგულირებელია ბიჭი ან გოგო), ზოგსაც - მაღალი თანამდებობა და არიან წურბელებივით ტკბილად. უბრალოდ დაკანონებულად მიაქვთ ე.წ. "ხალხის ფული".

სანამ ეს ასე გრძელდება, საქართველოში სიტყვა "სამართლიანობა" ყავარჯნებით ივლის და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წაიქცეს კიდეც.

სირცხვილი უფროს თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოს ამგვარი "პრინციპებით" აშენებს.

და არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ბავშვებიც ხედავენ.

ბევრ მათგანს უკვე ჰგონია, რომ როცა გაიზრდება, თავადაც შეუძლია ასე მოიქცეს“ -წერს გია მურღულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42