„ბოინგი“ 737 მაქსის ტიპის თვითმფრინავების წარმოებას ამცირებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, აპრილიდან კომპანია თვეში 52 ლაინერის ნაცვლად, 42-ს გამოუშვებს.
მიულენბურგი განმარტებით, გადაწყვეტილება ორი ავიაკატასტროფის შემდეგ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ათიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარ უბედურებას 346 ადამიანი ემსხვერპლა.
მიულენბურგმა პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ის მიმართავს კომპანიის დირექტორთა საბჭოს, შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, რომელიც გადახედავს წარმოების პროცესებს, ლაინერის პროექტირების თვალსაზრისით, ასევე კონტროლს გაუწევს, რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს კომპანია უსაფრთხოების მაღალ ხარისხს როგორც მაქს ლაინერი ასევე ბოინგის წარმოების სხვა თვითმფრინავებისთვის
გამოძიების ვერსიით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი თვითმფრინავის მართვის სისტემაში არსებული ხარვეზი გახდა.
წარმოების შემცირების პარალელურად, არ იგეგმება თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაც.
მასალის გამოყენების პირობები






