"მე და სვეტლანას არასდროს გვყოლია საკუთარი ოჯახი" - ხანშიშესულ დებს რომლებიც ერთმანეთს გასაჭირში არ ტოვებენ ჩვენი დახმარება სჭირდებათ
საზოგადოება - 12:45, 06 Apr, 2019     1297
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს. ბევრი მათგანი საწოლს არის მიჯაჭვული და მწარედ განიცდის უმძიმეს მდგომარეობას.

ოლგა 80 წლისაა. იგი უვლის საკუთარ დას – 86 წლის სვეტლანას, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება გადატანილი ინსულტის შემდეგ. მან დაკარგა მახსოვრობა, ვერ ლაპარაკობს და მთლიანად არის სხვაზე დამოკიდებული.

ოლგა ჯერ–ჯერობით უმკლავდება სიძნელეებს, თუმცა ბოლო დროს მისი ჯანმრთელობაც საგრძნობლად შეირყა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, იგი მთელი გულით უვლის დას: უმზადებს საჭმელს, ასმევს წამლებს, უცვლის თეთრეულს, ურეცხავს ტანსაცმელს და ალაგებს ოთახს.

ოლგას გადაადგილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, სტკივა ზურგი და სახსრები, აწუხებს მაღალი წნევა. ამასწინათ, იგი კორიდორში წაიქცა და თეძო დაიზიანა. ახლა წელში ვერ იმართება და დადის მოხრილი.

ჩვენ გავესაუბრეთ ოლგას და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები:

– ნათესავები არ გეხმარებათ?

ოლგა: ოჯახში სულ ხუთნი ვიყავით. ჩემი ძმა და ორი და გარდაცვლილნი არიან. ძმიშვილი გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო დისშვილი – რუსეთში. თბილისში გვყავს ნათესავები, მაგრამ მატერიალურად უჭირთ და არ მინდა მათი შეწუხება. ისე, გვაკითხავენ და ყურადღებას გვაქცევენ. მე და სვეტლანას არასდროს გვყოლია საკუთარი ოჯახი.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

ოლგა: მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და 50 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ინჟინერ–კონსტრუქტორად „შრომის დაცვის“ კვლევით ინსტიტუტში. საინტერესო ცხოვრება განვლე, გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე კარიერაში, კარგად ვიცი რამდენიმე ენა, თუმცა პირველად ქართულად დავიწყე წერა.

– ეს ბინა, სადაც ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?

ოლგა: ამ სახლს დიდი ისტორია აქვს. იგი 1889 წელს ააშენა ჩემმა ბებიამ, რომელიც იყო მწერალ ოვანეს თუმანიანის ღვიძლი და. გასაბჭოების შემდეგ ჩვენს ოჯახს მხოლოდ რამდენიმე ოთახი დაუტოვეს. საბოლოოდ, ეს ორი პატარა ოთახიღა შემოგვრჩა. სახლი ცუდ მდგომარეობაშია, სასწრაფო რემონტია საჭირო, მაგრამ სად არის ამის საშუალება...

– მარტო როგორ უმკლავდებით მძიმე ავადმყოფის მოვლას?

ოლგა: რა ვქნა აბა? ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად. ვერ მივატოვებ ჩემს დას, იგი უჩემოდ ვერ გაძლებს.

–როგორია თქვენი შემოსავალი?

ოლგა: პენსია და სოციალური შემწეობა. ფული ძირითადად წამლებზე გვეხარჯება, პამპერსების საყიდელი თანხა კი არ მრჩება.

– ვინ გეხმარებათ?

ოლგა: ჩერნოვეცკის ფონდი გვეხმარება. მოდიან ექიმი და ექთანი, გვივლიან, სამედიცინო პროცედურებს ატარებენ, სახლსაც გვილაგებენ. უღრმესი მადლობა ამისთვის. მეზობელი მეუბნება - დარეკე მერიაში და თხოვე რემონტის გაკეთებაში დაგეხმარონო, მაგრამ ისე ცუდად ვარ, რომ ესეც არ შემიძლია. უზომოდ მადლიერი ვიქნები თუკი ვინმე დახმარების ხელს გამომიწოდებს! მე მჯერა, რომ ჩვენს ირგვლივ კეთილი ადამიანები მრავლად არიან.

მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონებს! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მათ თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროებათ.

თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოლგა და სვეტლანა ავეტისოვები). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/440-avetisov/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42