თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით" გაიხსნა
საზოგადოება - 12:43, 06 Apr, 2019     372

თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლისნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.

პროექტი - „საქართველოზე ფიქრით" საქართველოს ისტორიის თავისებურ ხედვას წარმოადგენს. ავტორის თქმით ეს არის მცდელობა ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად დამთვალიერებელიოთხ ისტორიულ ეპოქაში ამოგზაუროს: 1800-იან წლებში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია; 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვება და დემოკრატიული რესპუბლიკა;საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა და ბოლოს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა.

პროექტზე „საქართველოზე ფიქრით" („intending Georgia") მუშაობა ჯორჯ კატსტალერმა 2016 წელს დაიწყო. ამ პროექტში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი უარს ამბობს ადრეული ნამუშევრებისსწორხაზოვნებაზე, ცდილობს ქვეყნის კულტურაზე უფრო გამთლიანებული ხედვა შემოგვთავაზოს - საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ახლებურად სასაუბროდ დაწარსული ეპოქის ახლებურად დასანახად დიალოგისკენ მოგვიწოდოს.

პროექტის კონცეფციას თვალსაჩინოდ ასახავს მთიანი ლანდშაფტის დიდი პროექცია, ერთგვარი მონუმენტური ინსტალაცია, რომელიც ჯორჯ კატსტალერის საქართველოსადმი პირადიდამოკიდებულების ერთგვარ ხატად მოიაზრება.

ჯორჯ კატსტალერისათვის მთის პეიზაჟები განსაკუთრებული თემაა. თუმცა, თემატიკით არ იზღუდება და დიდი ინტერესით იკვლევს ადამიანის არსებობის მელანქოლიურ ბუნებას. ფოტოებისდიდ ნაწილში იგი შეგნებულად გაურბის ადამიანის კვალის ჩვენებას. ხშირად მიმართავს საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებისა და ომამდელი გერმანიის არქიტექტურის თემებს.

ჯორჯ კატსტალერი ზალცბურგში, ავსტრიაში დაიბადა. სწავლობდა ფოტოგრაფიის სასწავლებელსა და კინოაკადემია - სენ პოლტენის ინსტიტუტში. მუშაობს სხვადასხვა დაკვეთებზეარქიტექტურულ ბიუროებთან და Google SV Europe-თან. არტისტის ნამუშევრები ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებსა და მუზეუმების ექსპოზიციებში ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. თავის პროექტებზე უმუშავია ავსტრიაში, საფრანგეთში, საქართველოში, იტალიასა და შოტლანდიაში.

ჯორჯ კატსტალერის გამოფენის კურატორია პოლინა შუბკინა. საინფორმაციო პარტნიორი - URBANAUTICA; მხარდამჭერები ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი„ქოლგა, თბილისი, ფოტო".

გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 7 მაისამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42