8 მეთოდი საუკეთესო სადაზღვევო კომპანიის შესარჩევად
საზოგადოება - 16:17, 05 Apr, 2019     537
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ გაუთვალისწინებელ მოვლენებზე თავიდანვე უნდა იზრუნოთ და დააზღვიოთ რისკები. თუმცა, დაზღვევის მნიშვნელობის გააზრება საკმარისი არ არის, ასევე მნიშვნელოვანია რომელ კომპანიაზე შეაჩერებთ არჩევანს. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები, შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები და მიიღეთ პრაგმატული გადაწყვეტილება.


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას:

  1. საერთაშორისო პარტნიორები - მსოფლიო დონის პარტნიორობის ყოლა კომპანიის პასუხისმგებლობასა და სანდოობაზე მეტყველებს. თქვენი რისკები რიგ შემთხვევებში სწორედ დიდ, საერთაშორისო კომპანიებშია გადაზღვეული და ზარალის დადგომისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
  2. გამოცდილება - დღესდღეობით უამრავი ახალი კომპანია ჩნდება ბაზარზე, თუმცა როცა თქვენს ჯანმრთელობას, ავტომობილს თუ ქონებას ვინმეს ანდობთ, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიის გამოცდილებითა და ისტორიითაც დაინტერესდეთ. რამდენი ხანია ბაზარზე? რომელ სეგმენტზე მუშაობს? კონკრეტულ სადაზღვევო პროდუქტში, რომლითაც ინტერესდებით რამდენწლიანი გამოცდილება აქვს? - ეს ის კითხვებია, რომელითაც უნდა დაინტერესდეთ.
  3. კმაყოფილი მომხმარებლები - ადამიანი, რომელმაც უკვე ისარგებლა დაზღვევით საკმაოდ კარგი ინფორმაციის წყაროა, ამიტომ შეგიძლიათ გაიკითხოთ ნაცნობებში რომელი კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ. მნიშვნელოვანია უარყოფითი თუ დადებითი უკუკავშირის მიზეზიც გამოკითხოთ და ნუ ენდობით მხოლოდ ზედაპირულ შეფასებას.
  4. ბენეფიტები - კარგი კომპანიები მუდმივად ზრუნავენ მომხმარებლებზე და მათ ბევრ, ბენეფიტს სთავაზობენ. ამ ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან ეს კომპანიის მხრიდან მზრუნველობის გამოვლინებაა.
  5. სისწრაფე - რამდენად მოკლე დროში ანაზღაურებენ ზარალს და რამდენად მარტივად ხდება ონლაინ ახალი პროდუქტის შეძენა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ პროცედურების სიმარტივე განსაზღვრავს თქვენს კმაყოფილებას და დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ.
  6. პროდუქტების მრავალფეროვნება - ესეც კომპანიის სიდიდეზე, მონდომებასა და გამოცდილებაზე მიუთითებს.
  7. კარგი პროვაიდერი კლინიკები - ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ პროვაიდერი კლინიკების ხელშია თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარება.
  8. მომსახურება - ანაზღაურების მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია როგორი დამოკიდებულებითა და განწყობით მოგემსახურებიან. შეგიძლიათ ჯანმრთელობის ან ავტმობილის დაზღვევის შეძენამდე, სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოთ და მომსახურების დეტალებიც უკეთ გაარკვიოთ.

ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ სადაზღვევო კომპანიის სწორად შერჩევაში. მართალია, საწყის ეტაპზე შესაძლოა მოკვლევამ დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42