უახლოეს დროში, გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზა შეივსება, - იუწყება PanARMENIAN.Net. გაზეთის ცნობით, გიუმრიში ჩავლენ რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად, დაახლოებით 2500-3000 ადამიანი. ქალაქში უკვე დაიწყო მზადება ფართო შევსებისთვის. კერძოდ, იგეგმება რამდენიმე ათეული სომხური ოჯახის გადასახლება.
102-ე რუსული ბაზა გიუმრიში ფორმირებული იქნა 1995 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გაერთიანებისგან. 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რესპუბლიკაში ბაზის დისლოკაციის ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა. შეთანხმების მიხედვით, არენდის გადასახადი გათვალისწინებული არ არის.
ბაზა აღჭურვილია საზენიტო რაკეტებით ს-300 და გამანადგურებლებით - მიგ-29. პირადი შემადგენლობის რაოდენობა დაახლოებით 5000 კაცია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში, სომხეთი და რუსეთი მოახდენენ მნიშვნელოვანი შეთანხმების რატიფიცირებას, რაც ითვალისწინებს რუსული სამხედრო წარმოებიდან პირდაპირ შესყიდვას. სომხეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი შეთანხმება ექნება რუსეთთან. მსგავსი შეთანხმება არსებობს ბელორუსიასთან, თუმცა ჩადებულია გარკვეული პირობები, რაც სომხეთს არ ექნება წაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






