დავით ბაგრატიონ-გრუზინსკიმ შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ მეფის ადვოკატმა განუცხადა. ლევან ჩხეიძის განცხადებით, ამის მიზეზი კი შესაძლოა ის გარემოება გახდეს, თუ მეფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება.
"იმ შემთხვევაში თუ დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, ის პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. ქვეყანაში სასამართლომ განხილვა დაიწყო ტიტულების საქმეზე, შემდეგ ყოფილ მეუღლეებს შორის ქონების გაყოფის შესახებ. ამას მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება. ორი დღე აკოწიწებდნენ საქმეს. თუ ანა ბაგრატიონი მართლაც იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან თავისუფლებაშეზღუდული და ამას ჰყავდა მოწმეები, მაშინ ამ ფაქტის თავის დროზე სამართალდამცველებისთვის შეუტყობინებლობაც დანაშაულად ითვლება. ეს საქმე აჩენს პოლიტიკური დევნის ეჭვებს",- განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






