"კისერზე და „ცერა“ თითთან ე.წ. „სპილენძის მავთული“ გაიყარა და მაგიდის ფეხს მიება, მას მავთულზე გამოება 2 მსჯავრდებული" - პენიტენციური სისტემა ბათუმის ციხეში მომხდარ ინციდენტზე
შემთხვევა - 17:11, 03 Apr, 2019     1186

ბათუმის ციხეში პატიმრების მიერ მავთულით თვითდაზიანება მიიყენების ფაქტს "ნიუპოსტთან" სპეციალური პენიტენციური სამსახურში ადასტურებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა გიორგი მარსაგიშვილმა 2019 წლის 1 აპრილს, 23:39 სთ-ზე, კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან ე.წ. „სპილენძის მავთული“ გაიყარა და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მათ მესამე მსჯავრდებული, შოთა დობაძიშვილიც შეუერთდა (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) - მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს.

"2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მარსაგიშვილი საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს.

2 აპრილს 23:25 სთ-ზე საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ; ამასობაში კი თითებს შუა გაყრილი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული პატიმრები ერთმანეთს ჩაეხსნენ, ხოლო ციხის თანამშრომლებმა ისინი დეესაკალციის ოთახებში გადაიყვანეს. მანამდე მსჯავრდებულები შეამოწმეს, თუმცა, რაიმე აკრძალული ან ბასრი ნივთი არ აღმოაჩნდათ. 23:48 სთ-ზე დობაძიშვილმა აღელვების ნიადაგზე გაურკვეველი საშუალებით მიიყენა ორივე ხელზე მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა მცირეოდენი სისხლდენით, 10 წუთში, 23:52 სთ-ზე, გაურკვეველი საშუალებით მიიყენა მარჯვენა ხელის მეორე და მესამე თითებს შუა ნაკაწრი ჭოველიძემაც. სამივე შემთხვევის შესახებ საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტში. მსჯავრდებულები ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციის და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.

რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება.

პატიმრების უსაფრთხო საკანში განთავსებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკნებში მათი განთავსება, ხდება არა დასჯის მიზნით, არამედ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის უსაფრთხოება, პატიმრის ქცევა გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ და ა.შ."- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42