პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2019-ის სპონსორია
საზოგადოება - 16:04, 03 Apr, 2019     689

10-11 აპრილს, TMG 2019 - „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ გაიმართება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.

ღონისძიება კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ სიახლეებს აშუქებს; ამასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რითიც ინფორმაციის გაცვლასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს.

TMG 2019-ის მონაწილეთა შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: China Mobile (ჩინეთი), RETN Capital (გაერთიანებული სამეფო), NewTelco (გერმანია), DanTelco (დანია), IPVOIP s.r.o. (ჩეხეთი) და სხვები.

„პაშა ბანკი ღონისძიებას „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ უკვე მესამედ უჭერს მხარს. ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, სატელეკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის ბაზრის განვითარებისთვის, აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც წინა წლებში, წარმატების მომტანი იქნება.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

“პაშა ბანკი "სატელეკომუნიკაციო შეხვედრების" სპონსორია უკვე მესამე წელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ღონისძიებისთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ არამატერიალური კუთხითაც. პაშა ბანკის გვერდში დგომა ნიშნავს იმას, რომ ბანკი მიესალმება და იზიარებს იმ მიზნებსა და ხედვებს, რაც ჩვენს ღონისძიებას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობისთვის” - განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://www.tmgeorgia.com/index.php?cat=submit&catid=4&lang=2
მსურველებს დარეგისტრირება 9 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42