გორის სოფელში სოციალურმა სააგენტომ 80 წლის მოხუცს 60 ლარის გამო უჩივლა
საზოგადოება - 13:26, 03 Apr, 2019     1154

სოციალური მომსახურების სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში მცხოვრებს, 80 წლის ც.თ. - ს 60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების გამო, სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ უწყების საჩივარი დააკმაყოფილა.

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივრის მიხედვით, ც.თ. - მ სახელმწიფო დახმარების თანხა ზედმეტად მიიღო.

ც.თ. სოციალურ დახმარებას ერთ სრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად, 60 ლარის ოდენობით იღებდა.

2017 წლის მაისში კი სოციალური სააგენტოს მტკიცებით, ც.თ - ს ლეგალური შემოსავალი დაუფიქსირდა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ჩაერიცხა 1150 ლარი. ც.თ. - მ ამის შესახებ სააგენტოს არ აცნობა.

სანამ დახმარების მიღება შეუჩერდებოდა, სადაო პერიოდში, ერთი თვის თანხა უკვე აღებული ჰქონდა.

სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით ც. თ. - ს სამჯერ წერილობით მიმართეს. სასამართლოში საჩივრის გაგზავნა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ც.თ. - ისგან პასუხი ვერ მიიღეს.

"მას რომ მოემართა ჩვენთვის და დაეფიქსირებინა ის ლეგალური შემოსავალი, რაც ჩაერიცხა, ამით, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ შეუჩერდებოდა სტატუსი. უბრალოდ, ხელახლა გადამოწმდებოდა ოჯახი და ხელახლა დაითვლებოდა მისი სარეიტინგო ქულა.

ყველაზე ნაკლებად სააგენტოს უნდა სასამართლოს გზით ზედმეტად დარიცხული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ რჩება, რადგან თავად მოქალაქეები არ იჩენენ პასუხისმგებლობას", - განაცხადეს გორის სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ც.თ. - მ განმეორებითაც მიმართა სოციალური დახმარების ცენტრს შემწეობის დანიშვნისთვის, თუმცა გადასამოწმებლად მისულ სააგენტოს წარმომადგენელს სახლში არ დახვდა.

წყარო: რადიო მოზაიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42