რძის პროდუქტების სკანდალი ბაღებში - "ქობულეთური" შედეგებს არ ეთანხმება და კვლევის ნიმუშებს საზღვარგარეთ აგზავნის
საზოგადოება - 16:29, 02 Apr, 2019     1240

ბაგა ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანია „ნილის“ ქვეკონტრაქტორს კომპანია „ქობულეთურს“, პროექტში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა. მიზეზი სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმება გახდა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ქობულეთურის“ პროდუქციაში, კერძოდ კი არაჟანში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

„ქობულეთურის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

„ქობულეთურის“ წარმომადგენლების განცხადებით, ბაღში, სადაც მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა, დოკუმენტებზე არ არის მითითებული მწარმოებელი კომპანია, რომელიც ეტიკეტზე აუცილებლად იქნებოდა აღნიშნული.

„ქობულეთურის“ წარმომადგენლების თქმით, მონიტორინგი ჩატარდა 2 სხვადასხვა საბავშვო ბაღში (ნომერ 2 -ე და 111-ე ბაღებში) და შემოწმება ჩაუტარდა ერთი და იგივე რიცხვში გამოშვებული პროდუქციას (არაჟანს).

მათი ინფორმაციით, არაჟანი ერთსა და იმავე პარტიის ერთ სახარშ ქვაბში იყო დამზადებული. შემოწმებამ კი დაადგინა, რომ ერთ მათგანში, 111-ე ბაღში შეტანილ პროდუქტში, მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა, მეორეში კი არა, რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გამორიცხულია. მით უმეტეს, რომ ორივე ნიმუშზე კვლევა ერთმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

კომპანია „ქობულეთურის“ წარმომადგენლებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება ერთი და იგივე თარიღით და პარტიის ნომრით გამოშვებულ პროდუქციაში ერთ შემთხვევაში აღმოჩნდეს მცენარეული ცხიმი, მეორეში კი- არა.

„ქობულეთური“ გეგმავს გამოითხოვოს კვლევის ნიმუშები ლაბორატორიიდან და საზღვარგარეთ აკრედიტებულ ლაბრატორიაში გადააგზავნოს.

რაც შეეხება კომპანია „ნილს“. შემოწმების შედეგად, კომპანიას არსებული ქვეკონტრაქტორის მიერ მოწოდებული ყველის შეტანა აეკრძალა. როგორც „ნილის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მონიტორინგმა მათ მიერ შეტანილ პროდუქტში რძის ფხვნილის შემადგენლობა დაადგინა. “ნილის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კვლევა 13 საბავშვო ბაღში ჩატარდა და რძის ფხვნილის შემადგენლობა, მხოლოდ 1 ბაღში დადგინდა. ამ შემთხვევაშიც საუბარია 111-ე ბაღზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42