„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშს აქვეყნებს
საზოგადოება - 15:15, 02 Apr, 2019     1308

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშს აქვეყნებს.

კომპანიამ 2018-ში 79 მლნ ლარი აანაზღაურა

მოზიდული პრემია 6%-ით გაიზარდა

19%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაზღვევის საცალო პორტფელი

კომპანიის კაპიტალი 32 მლნ ლარს შეადგენს

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტაბილურ ზრდას განაგრძობს. 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 103 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სტაბილურად იზრდება მოზიდული პრემიის რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით. 19%-ითაა გაზრდილი ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი საცალო მიმართულებით, 6%-ით კი კორპორატიული.

ჯიპიაის მიერ დაზღვეულებისთვის ანაზღაურებული ზარალი 78 მილიონ ლარს აჭარბებს. ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კომპანიამ 53 მილიონი ლარი აანაზღაურა, ქონების დაზღვევით 10 მილიონ ლარზე მეტი, ავტო დაზღვევის მფლობელებს კი 8 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მოგება 2018 წელს 5.2 მილიონი ლარი იყო.

2018 წლის მონაცემებით საკუთარი რისკების დაზღვევვას „ჯიპიაი ჰოლდინგს“ 7 ათასამდე კომპანია ანდობს.

აუდიტორული ანგარიში დიდ ოთხეულში შემავალი საერთაშორისო აუდიტორი კომპანიის KPMG GEORGIA-ის მიერ არის მომზადებული, რომელიც ჯიპიაის საქმიანობის აუდიტს წლებია ახორციელებს. ეს კომპანიაში არსებული მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი მაჩვენებელია.“

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა მიმართულებით სტაბილური ზრდა გვაქვს და სადაზღვევო ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ვინარჩუნებთ. აქტიურად ვემზადებით ავტომფლობელთა სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობი დაზღვევს კანონის ამოქმედებისთვის. დიდი რისკია, რომ ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ინვესტორები გაჩნდნენ. ბაზრის დინამიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ინვესტორი, რომელიც შეძლებს გრძლევადიანი ვალდებულების შერსულებას. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მყისიერ, მოკლევადიან მოგებას ამ მიმართულებიდან არ უნდა ველოდოთ და კარგი იქნება, თუ ამას ყველა მოთამაშე გაიაზრებს. “

ჯიპიაი ჰოლდინგის აქციონერთა კრებამ, რომელიც ა.წ. 13 მარტს გაიმართა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სათაო ოფისში, განიხილა და დაადასტურა 2018 წლის აუდიტირებული შედეგები. ამასთან აქციონერებმა კაპიტალის 4.5 მლნ ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. 2017 წლიდან დღემდე აქციონერების გადაწყვეტილებით კომპანიის კაპიტალის ზრდა ოთხჯერ განხორციელდა, ჯამში 20 მლნ ლარით და დღეისთვის 32 029 431 ლარი შეადგინა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 530 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.

აუდიტირებული შედეგების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე: WWW.GPIH.GE





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42