გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო უგონო მდგომარეობაში ოჯახის ახლობლებმა ნახა, წინასწარი ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით მედიკამენტები ჰქონდა მიღებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, გოგონას თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
როგორც "Qartli.ge"-სთან აღნიშნავენ, ამის მიზეზი მართვითი სუნთქვის აპარატის არასაკმარისი რაოდენობა გახდა. ჰოსპიტალის წარმომადგენლის ცნობით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან ინტოქსიკაცია დაუდგენელი ნივთიერებისგან მიიღო.
,,მიუხედავად ამისა, გოგონას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი არ გვქონდა და თბილისში მოხდა მისი გადაყვანა"- აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.
მასალის გამოყენების პირობები






