დავა „დედა ენაზე“ - გამომცემლობები სოფო კილაძის ინიციატივის წინააღმდეგ
საზოგადოება - 11:27, 02 Apr, 2019     1028

გამომცემლობები: „ბაკურ სულაკაური“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“ განათლების კომიტეტზე „დედა ენასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ:

„ჩვენთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის 1-ლი კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებისთვის („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“), გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 1 აპრილს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატომა მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა მისი და კომიტეტის წევრის, ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივის შეცვლილი ვერსია, რომლის თანახმადაც არამატერიალური კულტურის ძეგლის, ამ შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“, გადასამუშავებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ერთი მხრივ თავად გადაამუშავებს „დედა ენას“, ხოლო მეორე მხრივ, შეაფასებს ავტორთა სხვა ჯგუფების მიერ „დედა ენის“ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობას გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან.

ჩვენი აზრით, თუ კომისია თავად შექმნის ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, წარმოიშვება აშკარა ინტერსთა კონფლიქტი, რისი დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია, კომისიამ შეიმუშავოს “დედაენის” ერთადერთი გადამუშავებული ვერსია, რომლის ავტორად იაკობ გოგებაშვილი იქნება დადგენილი, მაშინ, როდესაც ავტორის სიცოცხლეში სახელმძღვანელოს არაერთი გამოცემა იყო დასტამბული.

სასურველია, კომისია შეიქმნას ერთი მიზნით - შეიმუშავოს ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სხვადასხვა ავტორთა ჯგუფების მიერ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობის დადგენა გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან და მეთოდთან, ხოლო ასეთ სახელმძღვანელოებს დაეწეროს - შედგენლია იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით.

ამავე დროს ვაცხადებთ, რომ იმისათვის, რათა არ დაირღვეს სხვა ავტორთა ჯგუფების ინტერესები და ყველა ჯგუფი იყოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი ვერსია, რომელიც კომისიისგან მიიღებს შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, სახელმძღვანელოს სტატუსის მოსაპოვებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გრიფირების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42