ტორუების მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოების თანადგომა სჭირდება
საზოგადოება - 11:08, 02 Apr, 2019     555

ტორუების ოჯახში 7 ბავშვი იზრდება! მეგობრებო, კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, ამ პატარა ანგელოზების მოწყენილ სახეებს და ნაღვლიან თვალებს. განგებამ მათ მძიმე ბავშვობა არგუნა და ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ახლა ტორუების მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოების თანადგომა სჭირდება და სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ მათ ამასწინათ. ჩვენ მეტად დამთრგუნველი სურათი დაგვხვდა: ოთახში ბნელა, კედლები ობით არის დაფარული, დგას კანალიზაციის სუნი, ხოლო ბეტონის იატაკზე პატარა ბავშვები დარბიან, ზოგი ფეხშიშველი...

ამ ბავშვებს არასდროს უცხოვრიათ თბილ და მყუდრო სახლში, არ გააჩნიათ ახალი ტანსაცმელი, ვერ იღებენ კალორიულ კვებას, ხშირად ავადმყოფობენ.

ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ 7 შვილის დედას გურანდა ტორუას:

-როგორ უმკლავდებით მარტო ბავშვების მოვლას?

გურანდა: ღმერთის წყალობით, კეთილი ადამიანების დახმარებით, თუმცა არ ვიცი რა იქნება ხვალ...

-საიდან ხართ წარმოშობით და როდის შექმენით ოჯახი?

გურანდა: მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. მშობლიური კუთხე დავტოვე 1993 წელს. მაშინ 12 წლის ვიყავი. 20 წლის ასაკში გავთხოვდი, შეგვეძინა 4 შვილი, მეუღლე მუშაობდა, მე ვზრდიდი ბავშვებს.... მოგვიანებით, ქმარი წავიდა რუსეთში სამუშაოდ და მას მერე არ გამოჩენილა. მერე მითხრეს, რომ მიგვატოვა.

-მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, არა?

გურანდა: დიახ, სამწუხაროდ... თუმცა მეორე ქმარი ხანდახან ჩამოდის კახეთიდან და ბავშვებს მოინახულებს ხოლმე... მატერიალურად ვერ გვეხმარება, რადგან უმუშევარია...

-ვინ გეხმარებათ? მიმართეთ თუ არა დახმარებისთვის ხელისუფლებას ან დეპუტატებს?

გურანდა: მოხუცი დედაჩემი მეხმარება, მეხმარებიან მეზობლები, ზოგი საჭმელს შემოგვიტანს, ზოგიც ტანსაცმელს... ერთმა კეთილმა ადამიანმა ტელევიზორი გვაჩუქა...მერიამ წელსაც შეშა გამოგვიყო. რამდენჯერმე დავწერე განცხადება დევნილთა სამინისტროში საცხოვრებლის რემონტის თაობაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

- რატომ არ მიმართავთ დახმარებისთვის დეპუტატებს? მათ შეუძლიათ შუამდგომლობა გაგიწიონ. ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

გურანდა: ადრე აქ ფინანსთა სამინისტროს აგარაკი იყო, სადაც 1994 წელს აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს. 8 სული ვცხოვრობთ ამ ოთახში, რომლის ფართი 47 კვ. მეტრია. ვცხოვრობთ სოციალური შემწეობის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარების წყალობით. თანხა იხარჯება საკვებზე და მედიკამენტებზე, სხვა რამისთვის არაფერი მრჩება.

-ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ?

გურანდა: დავიწყებ იქიდან, რომ ანანოს თვალის ოპერაცია სჭირდება, 3 წლის ანდრიას კი წითელა სჭირს. ჩვენთან ასეა: ერთი თუ ავად გახდა, მერე ყველა „დავირუსდება“.

- 7 შვილის დედის ოცნება რა არის?

გურანდა: შვილების ბედნიერება. ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს მყუდრო სახლი, რომ ბავშვებს შევუქმნა ნორმალური პირობები.

მეგობრებო, ტორუების შვიდ-შვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ მათ ყურადღების გარეშე! გფარავდეთ უფალი!

ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტორუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/437-torua/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42