ვითარება ჭავჭავაძის გამზირზე - აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს
საზოგადოება - 23:15, 01 Apr, 2019     1055

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეატვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლას ორი მუშა ემსხვერპლა.

მონაწილეებმა უარი განაცხადეს თბილისის მერ კახა კალაძის შეთავაზებაზე, მათ სამუშაო სივრცეში შეხვდეს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ თუ თბილისის მერს შეხვედრა სურს, მათთან თავად უნდა მივიდეს.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.


ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს და მოითხოვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად 23:00 საათამდე მივიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42